უსმან დემბელეს “ბარსელონასთან” მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა და ამ სურვილით კატალონიურ კლუბს უკვე მიმართა, წერს Sport.
დემბელე მიიჩნევს, რომ გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ის მოლაპარაკებების დაჩქარებას არ აპირებს და თანახმაა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ახალმა პრეზიდენტმა მიიღოს, რომელიც “ბარსას” სათავეში მარტიდან ჩაუდგება.
მიმდინარე სეზონში ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 6 გოლია.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელეს დამატების სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს. ინგლისელები ტრანსფერზე იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ “დორტმუნდის” შემტევის, ჯეიდონ სანჩოს შეძენას ვერ მოახერხებენ.

ხელფასს თუ დაიკლებს მაქსიმუმ 5 მილიონამდე დატოვეთ … თუ არა და გაასხმევიენთ
აამ დეგენერატში რო ჯერ 150 მილიონი გადავიხადეთ და მერე 3 თუ 4 წელია 12 მილიონს ვუხდით … ფუ სირცხვილოოო …
5 იც ბევრია რეალურად … მარა 4-5 მილიონზე თუ თანახმა იქნება დაეგდოს სკამზე
აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ. სხვა თუ არაფერი ესეც უფასოდ არ დაკარგონ ამ ჭოტებმა.
პირველ რიგში იმიტომ უნდა გაუხანგრძლივონ რომ ფული არ აქვს კლუბს და სხვას ვერავის მოიყვანენ, მერე მეორე რომ აქვს ის რაც ბარსას ჭირდება თუმცა კრეატივი და ტვინი აკლია, იმედია ცოტა ამ მხრივ გამოსწორდება, თან სწრაფია და დღევანდელ ფეხბურთში სწრაფი ვინგერი დიდი პლიუსია გუნდისთვის
უნდა გაუხანგრძლივონ
მშვენიერია გაახანგრძლივოს
ამან იცის სირბილი მარტო ისიც უაზროდ
ზოგადად ვინგერი როცა ხარ უნდა იყო სწრაფი გამწვავება უნდა იცოდე.დემბელე ამწვავებს და ბურთს კარგავას მაგრამ რამდენად სახიფათოა ბარსას შეტევა დემბელესთან ერთად და მისგარეშე ყველა ხვდება მგონი.ბურთს არც გრიზმანი არც კოუტინიო არ კარგავდა მაგრამ რაიმე აზრი აქვს მათ თამაშს?
კონტრაქტი ყველა ვარიანტში უნდა გაუხანგრძლივონ რო უფასოდ არ დავკარგოთ.
მოაცილონ ეს დებილი, გუნდიდან. თურმე თავს კომფორტულად გრძნობს, რა თქმა უნდა მილიონებს კეცავს და სეზონში 5-6 გოლი გააქვს, დანარჩენი დრო სავდმყოფოებზე მიდის. მოედანზე კიდევ ისე დარბის ვერ გაიგებ რა უნდა, საით მიდის, ვის აძლევს გადაცემას და ასე შემდეგ სანამ ფეხები არ აებლანდება და არ ააცლიან ბურთს მცველები.
მარტო ტრავმა ხო არ არის, თამაშის გაგებაში არ არის. ბურთით მიდის და ვერავის და ვერაფერს ვერ ხედავს გარშემო.
დავაცადოთ სეზონის ბოლომდე… თუ თავი გამოიჩინა და არ იტრვმა ხო კარგი და დარჩება თუ არადა მოგვცილდეს ტყუილად ზარალია.