workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Bild: “მანჩესტერი” დემბელეს ვარიანტს განიხილავს

Bild: “მანჩესტერი” დემბელეს ვარიანტს განიხილავს

“მანჩესტერ იუნაიტედს” ზაფხულში გარემარბის პოზიციაზე გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.

მათი მთავარი სამიზნე “დორტმუნდის ბორუსიადან” ჯეიდონ სანჩო იქნება. 

Bild-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელის ტრანსფერი ვერ შედგა. “იუნაიტედი” მის შემცვლელად უსმან დემბელეს მოიაზრებს.

“წითელ ეშმაკებს” ფრანგის მიმართ ინტერესი ახლო წარსულშიც ჰქონდათ. თუმცა, დემბელეს შედარებით სტაბილურმა თამაშმა კატალონიელ ქომაგსა და კლუბის ხელმძღვანელობას იმედი ისევ ჩაუსახა და ახლა მის წასვლაზეც ნაკლებად საუბრობენ.

მიმდინარე სეზონში დემბელემ 21 შეხვედრაში მიიღო მოანწილეობა, მის აქტივში კი 6 გოლი და 3 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (20)

  • basa7
    schedule 30 იან 2021, 15:57

    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ კრიტიკაში მაგრები ხართ და რა ასპექტში აკრიტიკებთ ეგ სულ არ გაინტერესებთ ვინგერია დემბელე გოლის გატანაზე მეტად უფრო ასისტია ამის ფუნქცია მარა ვის გაუკეთოს პასი ფორვარდი არ არის გუნდში ბურთს კარგავსო რო იძახით ამის გარდა სხვა არავინ კარგავს? მესი რო ბურთს კარგავს ამ სეზონში ნეტა მაგდენს კარგავდეს ვინმე მარა რატო კარგავს იმიტომ რო თამაშს ამწვავებს ანალოგიურს აკეთებს დემბელეც გასაგებია რო სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ხანდახან უაზრობასაც აკეთებს მარა მესესი მერე რო საუკეთესოა შეტევაში ამას რატო ვერ ხედავთ? ამან ასისტები არიგოს ბლომად და სულ ნუ გაიტანს გოლს მარა ვის გაუკეთოს ასისტი ბრაიტვაიტს? უინტელექტოაო და ინტელექტიანი კოუტინიო და გრიზმანი ამის ნახევარს ვერ აკეთებენ მოედანზე რასაც დემბელე შვება უბრალოდ მოდაშია შემოსული ამის ლანძღვა და მეტი არაფერი


    ანუ ამათი ხედვა როგორია იცი? სამჯერ კაცი რო მაგარ პას გააკეთებს და ერთხელ რაღაცა სირობას იზამს უინტლექტოა, სამჯერ რო გაიტანს და ერთხელ რო ააცილებს ეგეც, უინტელექტო რო საერთოდ მსგავს რამეებს ვერ გააკეთებს ამაზე არ ფიქრობენ

    ციტატა: ousmane dembele 11

    ციტატა: ragveshveleba
    დეპაის არ შეადაროთ ეს ტვინნაღრძობი. იმას საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია, კარგი დარტყმაც აქვს და არანაკლებ ტექნიკურია დემბელეზე. ბევრად გამოადგება ბარსას დეპაი.


    რაიცი რო გამოადგება დეპაი ბარსას,დეპაიზე 10ჯერ კარგი ფეხბურთელები არიან გრიზმანი და კოუტინიო მაგრამ ორივე ერთად ვერ აკეთებს იმდენს რასაც თითოეულისგან მოითხოვდნენ.ეს დეპაი კიდე იყო მანჩესტერში და ვერაფერი ვერქნა,რადგან ლიონში თამაშობს და გოლს იტანს ეს იმას არ ნიშნავსო რო ბარსაშიც იგივეს გააკეთებს.დემბელე რო დორტმუნდში აკეთებდა იმას დეპაი კარიერის პიკშიც ვერ გააკეთებს

    StatsBomb-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატისტიკა, სადაც მოცემულია ლა ლიგის ამ სეზონში იმ ფეხბურთელების სია, ვისაც 90 წუთის მანძილზე, მეტოქის საჯარიმოში ან ზოგადად წინ ყველაზე ხშირად მიაქვს ბურთი.

    პირველ ადგილზეა "ბარსელონას" ფრანგი გარემარბი, უსმან დემბელე, ვისაც საშუალოდ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი 2.8-ჯერ შეაქვს, ხოლო წინ 16-ჯერ.

    მეორე პოზიციას იკავებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანი, ლეო მესი, შემდეგი მაჩვენებლებით – 1.8 / 15.0

    სამეულს კი "ვილიარეალიდან" "უესკაში" განათხოვრებული გარემარბი, ხავი ონტეროსი ხურავს – 1.6 / 12.3


    ესეც უინტელექტობის დამსახურებაა

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2021, 14:15

    ანუ კრიტიკაში მაგრები ხართ და რა ასპექტში აკრიტიკებთ ეგ სულ არ გაინტერესებთ ვინგერია დემბელე გოლის გატანაზე მეტად უფრო ასისტია ამის ფუნქცია მარა ვის გაუკეთოს პასი ფორვარდი არ არის გუნდში ბურთს კარგავსო რო იძახით ამის გარდა სხვა არავინ კარგავს? მესი რო ბურთს კარგავს ამ სეზონში ნეტა მაგდენს კარგავდეს ვინმე მარა რატო კარგავს იმიტომ რო თამაშს ამწვავებს ანალოგიურს აკეთებს დემბელეც გასაგებია რო სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ხანდახან უაზრობასაც აკეთებს მარა მესესი მერე რო საუკეთესოა შეტევაში ამას რატო ვერ ხედავთ? ამან ასისტები არიგოს ბლომად და სულ ნუ გაიტანს გოლს მარა ვის გაუკეთოს ასისტი ბრაიტვაიტს? უინტელექტოაო და ინტელექტიანი კოუტინიო და გრიზმანი ამის ნახევარს ვერ აკეთებენ მოედანზე რასაც დემბელე შვება უბრალოდ მოდაშია შემოსული ამის ლანძღვა და მეტი არაფერი

  • ousmane dembele 11
    schedule 30 იან 2021, 13:37

    ციტატა: ragveshveleba
    დეპაის არ შეადაროთ ეს ტვინნაღრძობი. იმას საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია, კარგი დარტყმაც აქვს და არანაკლებ ტექნიკურია დემბელეზე. ბევრად გამოადგება ბარსას დეპაი.


    რაიცი რო გამოადგება დეპაი ბარსას,დეპაიზე 10ჯერ კარგი ფეხბურთელები არიან გრიზმანი და კოუტინიო მაგრამ ორივე ერთად ვერ აკეთებს იმდენს რასაც თითოეულისგან მოითხოვდნენ.ეს დეპაი კიდე იყო მანჩესტერში და ვერაფერი ვერქნა,რადგან ლიონში თამაშობს და გოლს იტანს ეს იმას არ ნიშნავსო რო ბარსაშიც იგივეს გააკეთებს.დემბელე რო დორტმუნდში აკეთებდა იმას დეპაი კარიერის პიკშიც ვერ გააკეთებს

    StatsBomb-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატისტიკა, სადაც მოცემულია ლა ლიგის ამ სეზონში იმ ფეხბურთელების სია, ვისაც 90 წუთის მანძილზე, მეტოქის საჯარიმოში ან ზოგადად წინ ყველაზე ხშირად მიაქვს ბურთი.

    პირველ ადგილზეა "ბარსელონას" ფრანგი გარემარბი, უსმან დემბელე, ვისაც საშუალოდ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი 2.8-ჯერ შეაქვს, ხოლო წინ 16-ჯერ.

    მეორე პოზიციას იკავებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანი, ლეო მესი, შემდეგი მაჩვენებლებით – 1.8 / 15.0

    სამეულს კი "ვილიარეალიდან" "უესკაში" განათხოვრებული გარემარბი, ხავი ონტეროსი ხურავს – 1.6 / 12.3

  • basa7
    schedule 30 იან 2021, 13:25

    ციტატა: ragveshveleba

    ციტატა: basa7
    ხშირად ვკითხულობ აქ საფეხბურთო ინტელექტი არ ააქვსო, შიგიძლიათ ამიხსნათ რა არის ეს საფეხბურთო ინტელექტი?…


    როცა იცის ფეხბურთელმა როდის გააკეთოს სწორი დრიბლინგი, სწორი გადაცემა, თამაშის რიტმს აყვეს (როცა საჭიროა შეანელოს, როცა საჭიროა ააჩქაროს), როდის დაარტყას, სად დაარტყას და ა.შ. p.s რაც მთავარია იცოდეს საკუთარი როლი გუნდში.

    ციტატა: NEYBarca
    რატო მიდარებთ დემბელეს დეპაის ?😂 დეპაიმ მანჩესტერში დაასრულა ვინგერობა და ცენტრფორვარდად თამაშობს ლიონში. დემბელეს უნდა შევადაროთ სანჩო , ზაიეჩი , მბაპე, სალაჰი , პულიშიჩი და სხვა მრავალი.


    მოდი შევთანხმდეთ რო დეპაი არაა სუფთა სისხლის ცხრიანი და უყვარს ფლანგიდან ცენტრისკენ შეტანა ბურთის.


    და ეგ გარემარბის ფუნქციებია რიტმის კონტროლი?, დანარჩენში, დრიბლინგში დარტყმაში და პასებში დემბელეზე ბევრად უფრო ცუდი მაჩვენებელი აქვთ იგივე გრიზმანსაც და კოუტინიოსაც და ასე შემდეგ მაგრამ არ გამიგია აქ რომ საფეხბურთო ინტელექტი არ აქვთ, მოდით საფეხბურთო ინტელექტი და გონება გაფანტულობა განასხვავეთ ერთმანეთისგან, ერთი რო დაიძახებს და ხმებში აყვება ყვეა ეგება რას იძახის. კსტატე გონება გაფანტულობა არანაკლები პრობლემაა, ინტელექტისგან განსხვავებით გამოსწორებადია მაგრამ ძოგჯერ ხანგრძლივი დრო უნდა

    ისე დეპაის რაც შეეხება დიდი ეჭვი მაქვს რომ იმედებს დიდად გაგიცრუებთ, დემბელე მოგენატრებათ. დემბელეს თუ გავყიდით დეპაის გამო ნამდვილად არ უნდა გავყიდოთ

  • claudio Caniggia
    schedule 30 იან 2021, 12:42

    ბარსელონას შემტევი ფეხბურთელი, რომ ხარ და სეზონში 20 გოლიც ვერ გაგაქვს, ესეიგი ცუდი ფეხბურთელი ხარ. რაღაც სხვაა ბარსას შემტევისგან საჭირო, რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სოსწრაფეა.

  • BEQA BARCA
    schedule 30 იან 2021, 11:15

    თუ სტაბილურად ითამაშა და მოუმატა არ უნდა გავყიდოთ!! ხანდეხან ძაან მაგარს აკეთებს ხანდეხან კი ისეთს რომ მაშინვე იტყვი გასაყიდიაო.

  • Ronaldinho..
    schedule 30 იან 2021, 11:07

    ციტატა: Griezzy7
    ესაა ჩემი ოცნების გუნდი! თქვენებიც დაწერეთ აბა მაინტერესებს… heart_eyes (ზოგიერთი ფეხბურთელი მემევასბეა და მაგიტო შევიყვანე და არ გამომიხტეთ)

    მბაპე-ჰოლანდი-მესი
    გრიზმანი
    დე იონგი-კანტე
    ალაბა-ვან დეიკი-უპამეკანო-კიმიხი
    ტერ შტეგენი

    მეკარეები
    1.ონანა
    2.ინიაკი პენია

    მცველები
    1.ანხელინო
    2.დე ლიხტი
    3.არაუხო
    4.გარსია
    5.დესტი

    ნახევარმცველები
    1.ბუსკეცი
    2.აუარი
    3.პედრი
    4.რიკი პუჩი
    5.კოლიადო
    6.მორიბა

    შემტევები
    1.ფატი
    2.დეპაი
    3.ტრინკაო
    4.ოუჩიჩი


    ნებისმიერ ოცნების ბარსას 11ეულში სადაც ფატი და პედრი არაა და გრიზმანია😂არ ვცნობ)

  • ბასქუ10
    schedule 30 იან 2021, 10:25

    გააჩნია თანხასაც,50-60 მილიონათ შეძლება გაყიდვა,მაგრამ მანამდე შემცვლელი უნდა მონახონ და შეათანხმონ მასთან და მის კლუბთან ყველაფერი

  • C.PC5
    schedule 30 იან 2021, 10:18

    გვითხრან რა მაყუთს იძლევიან და დავფიქრდეთ😂

  • lukaaa
    schedule 30 იან 2021, 09:59

    ოღონდ ეს ჯართის მანქანა გაყიდონ და თუ უნდათ ბრაიტა დარჩეს ერთი სეზონი კიდე,ოღონდ ეს ვინმეს შეასაღონ,ემიუს ჭირდება მარჯვენა ფლანგის შემტევი ჰოდა ერთი 30 35 მილიონი რო წავEლიტოთ და შევატყუოთ ეს ძაან გაასწორებს,მარა არამგონია ამაში 30 მილიონი გადაიხადონ,ისე კი ამას თუ რამე გამოუვა ეპლია ის ადგილი და იმედია დაფიქრდება ემიუ

  • Marlboroo
    schedule 30 იან 2021, 03:10

    ვინ მიუტანს და ნახევარდაცვა, ფრენკი, პედრი, პუჩი, ბუსი, მესსი, ფატი, და თუნდაც ტრინკაო, ერთი ცენტრალური მცველი გვინდა სასწრაფოდ ერთი ფლანგის ალბას შემცვლელი მაგალითად ალაბა და აუცილებლად ჰალანდი! ან ვინმე მსგავსი გოლზე დაგეშილი მარა მაგაზე უკეთესი ჯერ არ მეგულება ტოპ ჩემპიონატში. და მოსაშორებელია გუნდიდან 1 გრიზმანი 2 ბრაითვაიტი 3 პიანიჩი 4 ლენგლე 5 ფირპო 6 კოუტინიო დემბელეს დააკვირდნენ ამ სეზონის ბოლომდე და თუ კიდე ჩაიჯ…. ეგეც მიამატონ მაგ სიას

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 02:16

    ციტატა: basa7
    ხშირად ვკითხულობ აქ საფეხბურთო ინტელექტი არ ააქვსო, შიგიძლიათ ამიხსნათ რა არის ეს საფეხბურთო ინტელექტი?…


    სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, ფატისგან განსხვავებით.

  • basa7
    schedule 30 იან 2021, 02:10

    ხშირად ვკითხულობ აქ საფეხბურთო ინტელექტი არ ააქვსო, შიგიძლიათ ამიხსნათ რა არის ეს საფეხბურთო ინტელექტი?…

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 02:08

    რატო მიდარებთ დემბელეს დეპაის ?😂 დეპაიმ მანჩესტერში დაასრულა ვინგერობა და ცენტრფორვარდად თამაშობს ლიონში. დემბელეს უნდა შევადაროთ სანჩო , ზაიეჩი , მბაპე, სალაჰი , პულიშიჩი და სხვა მრავალი.

  • ROUCH
    schedule 30 იან 2021, 01:58

    არა ეს კაცი მეგოლე და ნუ შეუკიკინებთ ჰალანდი რო გინდათ კიდე ვინ მიუტანს საჯარიმომდე ბურთს ბრეიტვეიტი თუ ტრინკაუ. ლიონში აცანცარებული დეპაი ისე ჩაიკურკლავს აქ როგორც მანიუში. საფრანგეთის ჭ ლიგა და ლა ლიგა ერთია სანამ სუარესი იყო სუ ტრამვა ქონდა და ეხლა გამტანი არავინა თორე დორტმუნდში კი ქონდა 20 ასისტი

  • Iniesta_8
    schedule 30 იან 2021, 01:48

    ვერასოდეს დადება ბარსას დონეს. ტრავმიანი, არასტაბილური და ზარმაცია. 50 მილიონს თუ შემოგვთავაზებენ უეჭველი გასაშვებია. ამის დონის დეპაის უფასოდაც კი მოიყვანენ და მის გაჩერებას რა აზრი აქვს. ზაფხულში უფასოდ შეიძლება დეპაის, ვეინალდუმის, გარსიას, ალაბას მოყვანა და ყველას უნდა დაეჩალიჩონ. ამ პანდემიის ფონზე უფასო ფეხბურთელი დიდი ფუფუნებაა.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 30 იან 2021, 01:44

    ნეტა ამ უნიჭოს ვინმე წაიყვანდეეს

  • Always cule
    schedule 30 იან 2021, 01:11

    50-60 მილიონს თუ გადაიხდიან შევუფუთოთ და ისე გავატანოთ

  • Albicelecte
    schedule 30 იან 2021, 01:09

    40-45 რეალური ფასი მგონია, ესეც იმიტომ, რომ მანიუ არასდროს ყოფილა მათხოვარი გუნდი, რომელიც ცენტებს თუ პენსებს დასდევს barca-6

  • KoolK
    schedule 30 იან 2021, 01:05

    შეუფუთეთ ლამაზად და გაატანეთ რა, გთხოვთ <3