workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატის დაბრუნებამდე რამდენიმე კვირა რჩება

ანსუ ფატის დაბრუნებამდე რამდენიმე კვირა რჩება

Sport-ის ინფორმაციით, ანსუ ფატის დაბრუნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

18 წლის ტალანტი ახლა მხოლოდ დარბაზში ვარჯიშობს და ფიზიკურად მსუბუქად იტვირთება. მომდევნო ეტაპი უკვე მინდორზე გამოსვლა და ინდივიდუალური ვარჯიშების შესრულება იქნება.

წინა ცნობების მიხედვით, ანსუს დაბრუნება პსჟ-სთან შეხვედრამდე შეეძლებოდა, თუმცა არ იყო დაზუსტებული ეს პირველ მატჩში მოხდებოდა თუ – მეორეში.

ფატი საფეხბურთო მოედანს ნოემბრიდან ჩამოშორდა, მან მენისკზე ოპერაციაც გაიკეთა.

წლევანდელ სეზონში, ტრავმამდე სწორედ ის მიიჩნეოდა გუნდიდან საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელად. ფატის 10 შეხვედრაში 5 გოლი და 4 ასისტი ჰქონდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • ალექსი
    schedule 30 იან 2021, 01:09

    ეს გვჭირდება ეხლა ყველაზე მეტად

  • me da barca
    schedule 30 იან 2021, 00:48

    ბავშვია, მაგრამ გუნდს, რომ აკლია ეს ფაქტია.

  • C.PC5
    schedule 30 იან 2021, 00:10

    დესტივით არ უქნას ახლა ამასაც, მოშუშდეს ბოლომდე და ისე დაბრუნდეს.

  • ბასქუ10
    schedule 29 იან 2021, 23:32

    პირველ რიგში მთავარია სრულად გამოჯანმრთელდეს და რისკები თავიდან აირიდოს, იმედია ეს მისი პირველი და უკანასკნელი ტრამვა იქნება, ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება, ძალიან აკლია შეტევას ანსუ, ეს რო იყო გაცილებით კარგად ვუტევდით და გოლების გატანის ძალიან მაგარი ალღო აქვს რითაც შეუძლია ძალიან მაგარი ფეხბურთელი გახდეს

  • პატარა პრინცი
    schedule 29 იან 2021, 23:30

    მიდი ანსუ, მალე დაგვიბრუნდი barca-4 blush

  • Nika92
    schedule 29 იან 2021, 23:04

    რაოდენ გასაკვირად არუნდა ჟღერდეს ფატი რო გვყოლოდა იმ თამაშების ნახევარს არ წავაგებდით რომელიც წავაგეთ.მოუთმენლად ველი ფატის დაბრუნებას

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2021, 22:48

    პესეჟესთან ხოდზე უნდა იყო ფატი

  • Always cule
    schedule 29 იან 2021, 22:36

    ფატი თუ გვეყოლება პსჟ-სთან მაგარი იქნება, იმიტომ რომ მესის მიუჩენენ 2-3 ფეხბურთელს და ვერც მესი იზამს ვერაფერს და ვერც სხვები და ფატი თუ იქნება ისიც აიღებს თავის თავზე, თან ორივეს მასე კარგად ვერ ამოკეტავენ როგორც ერთს.

  • Ronaldinho..
    schedule 29 იან 2021, 22:27

    ანსუუ..უპირობო გოუთი,ველოდებით პესეჟესთან ამ კაცს❤️

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 21:58

    ფატი მაგარი იყო და იმედია ამ ტრავმის მერე უკან კი არ წავა არამედ კვლავ წინსვლას განაგრძობს.💜❤ თუ თავის ფორმაში შევიდა პსჟმდე პსჟსთან უნდა დადგეს❤💜