workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტმა ვარჯიში გამოტოვა

სერჟინიო დესტმა ვარჯიში გამოტოვა

ნიდერლანდელი განაპირა მცველის “ელჩესთან” თამაში კუნთის მცირე დისკომფორტის გამო საეჭვოა.

სერჟინიოს ეს პრობლემა “გრანადასთან” შეხვედრის შემდეგ დაეწყო. რონალდ კუმანმა ის სუპერ თასის ფინალში, “ბილბაოს” წინააღმდეგ მაინც ათამაშა, თუმცა დესტმა მეორე ტაიმში გაგრძელება ვერ შეძლო.

AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” თავკაცს ოსკარ მინგესას მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაწევა ისევ მოუწევს. 

დესტის ტრავმა მნიშვნელოვან დაზიანებად არ კვალიფიცირდება, მაგრამ უცნობია, თუ როდის შეძლებს 2 ნომერი სრულფასოვნად დაბრუნებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 23 იან 2021, 16:17

    იმედია მალე დაბრუნდება ესეც და რობერტოც, ამ ფლანგზე საშინელებაა უკონკურენციო დესტის ყურება, საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში

  • me da barca
    schedule 23 იან 2021, 01:12

    ალვეშის წყევლა გვჭირს. მას მერე ამ ფლანგმა ვერ გაიხარა.

  • C.PC5
    schedule 23 იან 2021, 00:09

    სერიოზული არააო და მეოთხე მატჩს გამოტოვებს უკვე ფაქტია. ფინალშიც სული კბილებით ეჭირა რომ გასულიყო და მაგას არ ქვია მონაწილეობა.

  • El pistolero 9
    schedule 22 იან 2021, 23:24

    Konrad de la Fuente,
    მინგესა შეტევაში ძაან სუსტია.დაცვაში კარგად დგას.დესტისგან კი მეტს მოველოდი.არასტაბილურია და ბევრი წუნი აქვს თამაშის დროს

  • M10 S9 D11
    schedule 22 იან 2021, 22:34

    დაისვენოს ელჩესთანაც

  • Albicelecte
    schedule 22 იან 2021, 22:11

    Konrad de la Fuente,
    კონრადიც კარგი იყო ფლანგზე, ოღონდაც წინ
    პედრო გამახსენა რაღაცნაირად, სწრაფი, მოძრავი, თამამი, ტექნიკური barca-6

  • Always cule
    schedule 22 იან 2021, 22:05

    იმედია პსჟ-სთან თამაშამდე მოასწრებს ფორმის აკრეფას

  • BEQA BARCA
    schedule 22 იან 2021, 21:46

    ამის დიდი ტრავმა არ გვაწყობს ოსჟსთან სწრაფი ფეხბურთელები გვინდა ამის ჩათვლით..

  • Konrad de la Fuente
    schedule 22 იან 2021, 21:35

    მინგესა ნორმალურია ფლანგზე, დესტს რაც შეეხებს მე კმაყოფილი ვარ მისი თამაშით.