ფიფას ოფიციალურმა საიტმა კლუბების 2020 წლის სატრანსფერო აქტივობის ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროპის მასშტაბით ტრანსფერებში ყველაზე მეტი “ჩელსიმ” დახარჯა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა, მესამეზე კი “მანჩესტერ სიტი”.
“ბარსელონამ” რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, კატალონიელთა სატრანსფერო ანგარიში შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.
ტოპ-20 კლუბი, რომლებმაც 2020 წელს ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯეს.
- “ჩელსი”
- “მანჩესტერ იუნაიტედი”
- “მანჩესტერ სიტი”
- “ბარსელონა”
- “იუვენტუსი”
- “ლიდსი”
- “ტოტენჰემი”
- “ბენფიკა”
- “ნაპოლი”
- “ვულვერჰემპტონი”
- “არსენალი”
- “ბაიერნი”
- “ატლეტიკო”
- “პარი-სენ ჟერმენი”
- “ინტერი”
- “ბორუსია”
- “ლაიფციგი”
- “ლიონი”
- “ბაიერი”
- “ლესტერი”
ბარემ ციფრებიც გამოექვეყნებინათ.
შედეგი 0
და მერე რა ვითომ რა გვეტყობა ფული იხარჯება მაგრამ შედეგი ისევ არაფერი, ბარსელონა ჯობია ისევ ლა მასიას მიაწვეს, ის არის ტალანტების საბადო და თუ ლაპორტა მოვა სწრედ ლა მასიაზე გაკეთდება აქცენტი დარწმუნებული ვარ
პიანიჩი ნაყიდად რატო ითვლება? არტური ხო იყო ჩართული მაგ ტრანსფერში და 60 მილიონი დაამატეს თუ რა ბაზარია?! ან საიდან აღმოვჩნდით მეოთხეზე? რა ახლა ამათ მეგა ტრანსფერი გაჩარხეს?!
და სად წავიდა ეს დახარჯული თანხა. ბარსა რომ მეოთხეზეა. გაქრა..