workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალენია ალაპარაკდა: არ ვფიქრობ, რომ კუმანმა გამიშვა

ალენია ალაპარაკდა: არ ვფიქრობ, რომ კუმანმა გამიშვა

“ბარსელონას” 23 წლის ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, რომელიც იჯარის წესებით “ხეტაფეში” ასპარეზობს, “კამპ ნოუდან” წასვლის მიზეზებზე საუბრობს. 

“არ ვფიქრობ, რომ კუმანმა გამიშვა. იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც ჩემზე მაღლა იდგნენ (იერარქიით) ამ დროს თქვენ მამაცები უნდა იყოთ, რადგან სათამაშო წუთები არ გაგაჩნიათ. “ბარსელონაში” დარჩენა შემეძლო, მაგრამ ნაბიჯის წინ გადადგმა ვამჯობინე, სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა არ შემეძლო. “ხეტაფეს” მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა საკმარისი ნდობა გამომიცხადა, აქ სწორედ ამიტომ მოვედი. თუ სადმე მივდიოდი ეს მხოლოდ “ხეტაფე” იქნებოდა, ეს ადვილი გადაწყვეტილება იყო, ახლა ბედნიერი ვარ.”,

– ალენიას სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • ბასქუ10
    schedule 18 იან 2021, 23:28

    არ აქვს ამ ბიჭს ის რაც ბარსას სჭირდება, რიკი პუჩი ამაზე ბევრად მაგარი ფეხბურთელია

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2021, 22:59

    ჯერემი რენერი,
    ჰო, თანაც ვაიენდუმს კარიერის მატჩი ის 4:0 აქვს და ასეთი კაცი ფსიქოლოგიურად როგორ მოერგება გუნდს, რომელიც ამ დონეზე და ასეთ საჭირო შეხვედრაში გაამწარა? ერთი დაშვებული შეცდომა ან დაკარგული ბურთი და მთელი კამპ ნოუ, 70000 თუ 80000 თუ 90000 გულშემატკივარი სტვენითა და დპ. გინებით აიკლებს
    და რა დუხით ითამაშებს ამის მერე? ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევაა კოუს თავს და ჯობუია,რომ კოუტინიოც რაც მალე გაიყიდება, მით უკეთესი

  • ჯერემი რენერი
    schedule 18 იან 2021, 21:57

    ციტატა: Albicelecte
    პიანიჩი


    ძალიან ცუდი ტრანსფერია ჯერჯერობით.. ზოგჯერ მავიწყდება პიანიჩი ბარსელონაში რომ თამაშობს.. ეგ გარიგებაც წინახელმძღვანელობის დონეა ზუსტად..
    იგივე მოხდება ვეინალდუმზეც 30 წლისაა და ხალხი "სველდება" აქ, თითქოს სასწაულმოქმედად მოგვევლინოს..

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2021, 21:48

    იდი ნა მორე კარლსეს შენ უტვინო და უნიჭო იყო დააბრალე იერარქიას

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2021, 21:45

    ციტატა: ჯერემი რენერი

    ციტატა: Albicelecte
    პიკე მოიქცა ღირსეულად, გაიტრამვა და მისცა შანსი ხალხს, რომ ფეხბურთი ითამაშოს


    oh my god xDDD ამას მართლა წერ?


    ჰო, ცოტა ირონია გამომივიდა
    პიკე ბოლო დროს საკუთარ თავს აღარ გავდა, თან გვერდით რომ ლენგლე უდგას, ორივენი დუეტში საშინელებათა ფილმი იყვნენ, ზომბებივით დაფართხალებდნენ
    საკმარისია გუნდში 1 სუსტი რგოლი და ჩამგდები მოთამაშე, რომ ყველაფერი მთელს დაცვით ხაზს ან შუახაზს დაბრალდეს, კონკრეტულ მატჩში ხდება ასე და მერე რომ იგივე გრძელდება, ხვდები, რომ პრობლემა უკვე ხასიათშია გადასული
    2:8 შემდეგ, რასაც წინ უძღოდა პირწმინდად წაგებული კლასიკო და ბევრი ჩაგდებული მატჩი, უკვე იგრძნობოდა, რომ უკანა ხაზი მიეჩვია იმას, რომ "პრახადნოი დვორი" იყოს და ამ ყველაფრისათვის არაფერი არ მოეკითხებათ

    ძალიან არ მინდა რასაც ვამბობ, მაგრამ პიკე 34 ხდება და უკვე წარმატებული ბიზნესმენია, მაინც არ მგონია, რომ ძველებური ჟინით ფეხბურთის თამაში უნდოდეს. ალბა უკვე იმდენჯერ ათრიეს, რომ მისი საფეხბურთო თავმოყვარეობა მგონი მინუსებში გადავიდა, ვუყურებ და მაგ ფლანგზე კონკურენტი არ ყავს ტიპს, ეს რას ნიშნავს? ნებისმიერი ჩავარდნა, მარცხი და გაფარჩაკება უნდა აიტანოს გულშემატკივარმა? იმის გამო, რომ სკამის ხეხვა არ მოუწიოს?
    ალენიას რაც სათამაშო დრო მიეცა, მოწინააღმდეგე უნდა შეეჭამა,შეეხრამუნებინა და გადმოეფურთხებუინა მოედანზე, ამითი უნდა დაემტკიცებინა, რომ სათამაშო დროს იმსახურებს
    იგივეს თქმა შემიძლია პიანიჩის მისამართით
    დემბელეს მისამართით
    ბრაითვაითის მისამართით არა, იცის, რომ არ იმსახურებს და ანსუს ტრამვის გამო უწევს თამაში

  • BEQA BARCA
    schedule 18 იან 2021, 21:31

    წასასვლელი იყავი და წახვედი იმედია დარჩები მაქ.

  • C.PC5
    schedule 18 იან 2021, 21:29

    ტიპს ხეტაფეში ბარსელონადან წასვლა გაუსწორდა😆 ვაი რა დღეში ვართ😏

  • ჯერემი რენერი
    schedule 18 იან 2021, 21:26

    ციტატა: Albicelecte
    პიკე მოიქცა ღირსეულად, გაიტრამვა და მისცა შანსი ხალხს, რომ ფეხბურთი ითამაშოს


    oh my god xDDD ამას მართლა წერ?

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2021, 21:23

    პიკე მოიქცა ღირსეულად, გაიტრამვა და მისცა შანსი ხალხს, რომ ფეხბურთი ითამაშოს
    ალბა როდესაც თავს ვერ გრძნობს ფორმაში, თქვას მაგ უსინდისომ, რომ სხვა დააყენოს მწვრთნელმა, 32 ხდებამ, ბავშვი აღარაა და უნდა შეეგუოს იმას, რომ სეზონში, სადაც 38 ლა ლიგის, მინიმუმ 8 ლიგის, 2 სუპერთასის და კიდევ სათასო მატჩებია, ყველას ერთნაირი დატვირთვით ვერ ჩაატარებს, ამას ემატება ამხანაგურები, პრესეზონისა და სანაკრებო მატჩები (როცა გამოიძახებენ)
    ფულის გადახდაზე არაა, დემბელე, კოუტინიო და გუშინდელს თუ არ გავითვალისწინებთ, გრიზმანიც, რამდენი იქნა გადახდილი? 385 მილიონი ხომ? აბა შედეგი? მიზეზი უფრო ღრმაა და მე გავაკეთებ მეგატრანსფერს და საქმე ამით მორჩება, გამოსავალი არ არის
    ალენია რომ წავიდა და იქედან მოთქვამს, ყველა მოთამაშემ იმდენი უნდა დადოს და აჩვენოს მოედანზე, რომ გასაშვებად არ გაიხადოს საქმე

  • Giorgi99
    schedule 18 იან 2021, 21:12

    ჩელსი იხდის ჰალანდში 115 მილიონს, რეალი ხომ იხდის და იხდის , ნუ ბარსა რას შვება? 5 მილიონი ვერ მიცეს დეპაიში. ჯობია მესი წავიდეს სადმე და ჩაამთავროს კარიერის ბოლო წლები სადაც უნდა. ისე და დღევანდელ გუნდში მომავლისთვის დავტოვებდი მარტო დეიონგს,არაუხოს, პუჩს, პედრის, და ფატის. დანარჩენი ყველა ფეხბურთლი ჩასანაცვლებელია.

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2021, 21:01

    პედრი გონსალესი იერარქიით რამდენად მაღლა იდგა?! ან გუშინ მოსული პიანიჩი?!