ლეო მესის ფინალურ შეხვედრებში საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს.
სულ მესის 29 ერთმატჩიან ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 22 შეხვედრაში გაიმარჯვა, 7 შეხვედრაში კი დამარცხდა. ამ შეხვედრებში მან 29 გოლის გატანა და 13 ასისტის გაკეთება შეძლო.
2009 წელი “ლა პულგასთვის” ძალიან წარმატებული გამოდგა, ამ წელს მან 5 ფინალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ყველაზე მეტჯერ მესიმ ფინალურ ეტაპზე “სევილიას” შეხვდა, “ბარსელონამ” მესისთან ერთად 7 შეხვედრაში 6 გამარჯვება მოიპოვა.
დღეს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბარსელონა” “ბილბაოს” დაუპირისპირდება. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა ლეო მესი ამ შეხვედრაში. ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

უნდა ვინატრო მოგება და მესისთვის ტრავმის გარეშე დასრულება.
მიდი ლეო დღესეც შემატე კიდევ ერთი გამარჯვება და რამდენიმე გოლი ამ სტატისტიკას💪
მესი მარტო ეიბარებს და მალიორკებსუტანს, მნიშვნელოვან თამაშებეში თურმე ვერ თამაშობს

სადრაც 60-65 წუთისათვის რომ შევიდეს მოედანზე, თუ შეატყო კუმანმა, რომ გუნდს სჭირდება?!
გაფიქრებაც არ მინდა, რომ ტრამვას გაიმიზეზებს და მერე კარგა ხანი გამოტოვებს
მიდი ლომო უნდა მიდუბლო
იმედია გააუმჯობესებს დღეს სტატისტიკას
დღეს გააუმჯობესებს მაგ სტატისტიკას ლომი❤️🇦🇷
Დღეს დაამრგვალებს გოლებსაც და შეხვედრებსაც ასევე მოგებების რიცხვსაც გაზრდის
დღეს დაამრგვალებს ფინალებში ჩატარებულ მატჩებს იმედია💜❤