იტალიურ “ნაპოლის” “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს იჯარით აყვანა სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports Italia ავრცელებს.
24 წლის ფეხბურთელს “ბლაუგრანადან” წასვლას მიმდინარე თვეშივე უწინასწარმეტყველებენ. წყაროს ცნობით, “ნაპოლიმ” “ბარსასთან” ფირპოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ცნობისთვის, კატალონიელები დომენიკელი მოთამაშის ჩანაცვლებაზე უკვე ფიქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ფირპოს შეცვლის 2 ვარიანტი აქვს – სარეზერვო გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალეხანდრო ბალდეს დაწინაურება ან დაბალფასიანი მცველის შეძენა.
ნაპოლი წაიყვანს კაპიკებში, მოიხმარს, დააკვირდება და მოგვიგდებს უკან, ან უკეთეს შემთხვევაში იყიდის 5 მილიონად, რომელშიც ბართომ 25 მილიონი გადაიხადა. ნაპოლი თავის ფეხბურთელებს ადებს ასტრონომიულ ფასს, თორემ იქეთ ხურდაში უნდა ყიდვა. ასეა იტალიური გუნდების უმეტესობა.
წიყვანეთ არაა პრობლემა, იქნებ მად გაამართლოს და იყიდოთ მერე
გაატანეთ და ბალდე დააწინაურეთ
მიაბრძანონ ეს და ბალდე დააწინაურონ. ბეტისში ის ერთი სეზონი გაიფაფხურა და მოჭიმა ბართომეუმ მაშინვე ბარსაში. უინტელექტო ფეხბურთელია. ვერც შეტევაში ვატგა და ვერც უკან, კაი სისწრაფეც არ აქვს სხვას რომ დავანებოთ თავი
"დაბალფასიანი ცველი" რას ნიშნავს?! ან იჯარა რას ნიშნავს?!
სანამ ვინმეს შეძენა მოხდება და ბავშვი ბალდე დაიტესტება, მანამ უნდა იყოს ზაფხულამდე და მერე შემოთავაზებას გააჩნია
15-20 მილიონის ფარგლებში დაახლოებით
გაყიდონ საერთოდ არ გვინდა. და ბალდე დააწინაურონ ალბას შემცვლელად ტყუილად ფულის ყრას.