workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეიტინგი ლა ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით

რეიტინგი ლა ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით

“ბარსელონა” ამ სეზონში გოლების გატანის მხრივ რეიტინგის სათავეშია. კლუბს 18 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი. საშუალო მაჩვენებელი კი 2,05-ის ტოლია.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს “რეალ მადრიდი”, რომელიც გოლების რაოდენობით მკვეთრად ჩამორჩება “ბარსელონას”. “რეალს” 18 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი, რაც 7 გოლით ნაკლებია “ბარსელონას” მაჩვენებელზე. რაც შეეხება საშუალო მაჩვენებელს, მადრიდული კლუბი ერთ მატჩში საშუალოდ 1,66 გოლის გატანას ახერხებს.

რეიტინგში 29 გოლით მესამე ადგილს იკავებენ “ატლეტიკო მადრიდი” და “რეალ სოსიედადი”. “ატლეტიკოს” 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და საშუალოდ მატჩში 1,93 გოლს იტანს, ხოლო “რეალ სოსიედადს” 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მაჩვენებელი 1,52-ს უდრის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 11 იან 2021, 20:37
    #5

    ასეთ ცუდ ფორმაში მყოფ ბარსასაც კი ყველაზე მეტიგოლი გააქვს

  • BEQA BARCA
    schedule 11 იან 2021, 16:55
    #4

    თამაშს თუ ვიგებთ ხშირ შემთხვევაში ბევრი გოლი გაგვაქ.

  • ბასქუ10
    schedule 11 იან 2021, 15:48
    #3

    ამ ბევრ გოლებთან ერთად ბევრი მოგება გვჭირდება აუცილებლად და ჩვენს კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 11 იან 2021, 15:15
    #2

    რეალ მადრიდი სადაც ბარსელონაა ყოველთვის მეორე ადგილზე უნდა იყოს.

  • C.PC5
    schedule 11 იან 2021, 15:08
    #1

    ბარსელონა მე რაც თავი მახსოვს სულ ლიდერობს მაგ სტატისტიკას. გოლები ყოველთვის ბევრი გააქვთ და არც ეს სეზონია გამონაკლისი❤️