workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფირპოს შეცვლის 2 ვარიანტი აქვს – MD

“ბარსელონას” ფირპოს შეცვლის 2 ვარიანტი აქვს – MD

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” 24 წლის მარცხენა მცველმა ჟუნიორ ფირპომ, შესაძლოა, კატალონიური გუნდი დატოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ დომენიკელი ფეხბურთელი “ბლაუგრანადან” წავა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი მისი შეცვლის 2 ვარიანტს განიხილავს: 1) კატალონიელები ჟუნიორს “ბარსელონა ბ-ს” 17 წლის მარცხენა მცველით, ალეხანდრო ბალდეთი შეცვლიან, რომელიც პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბს ძალიან მოსწონს; 2) “ბარსა” დაბალფასიან მცველს იჯარით დაიმატებს, მაგრამ “ბლაუგრანას” შესაფერისი კანდიდატი არ ჰყავს.

იქიდან გამომდინარე, რომ კლუბი, ამჟამად, ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაშია, კატალონიელები, დიდი ალბათობით, ფსონს ბალდეზე გააკეთებენ და ჟორდი ალბას რეზერვისტად სწორედ იმედისმომცემ მოთამაშეს აქცევენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 11 იან 2021, 10:12
    #9

    ბალდე კარგი ვარიანტია თან ბოლობოლო ლა მასიას პროდუქტია❤️

  • C.PC5
    schedule 11 იან 2021, 00:49
    #8

    ფირპო რა მძორიცაა კარგად ვიცით და კრიზისის შესამსუბუქებლად ამის გაშვება არაა ცუდი იდეა, ბალდეს მისცენ შანსი და იქნებ გაამართლოს კიდეც. არც ფულს გადაყრიან და აკადემიის ფეხბურთელს მისცემენ გუნდში მოხვედრის შანსს, თუ გაამართლებს ხო საერთოდ ორმაგად მოგებულები დავრჩებით. ისე ალბას შემცვლელს მერამდენე წელია ვეძებთ. ბართომეუმ მაგ საქმეც მოსაგვარებლად გვიანდერძა😕😏

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 11 იან 2021, 00:35
    #7

    არავინაა საყიდელი, რობერტო დაბრუნდება მალე და დესტის სკამზე ჯდომა მოუწევს, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში ორივეს ჩაანაცვლებს

  • cezo45
    schedule 11 იან 2021, 00:01
    #6

    ეს მე ბრაზილიელი მეგონა :)) მარცხენა განაპირა მცველად ბარსელონაში ანხელინიოს ვისურვებდი ლაიპციგიდან ძაან კლასნი ფეხბურთელია

  • datio
    schedule 10 იან 2021, 23:55
    #5

    ე.ი. არც ტრანსფერის და არც უფასოდ დამატების ფული არ აქვთ – შემდეგ ხელფასი ხომ უნდა…
    ასეთ პირობებში ძალიან მძიმე სეზონია… პლიუსები ახალგაზრდა ფეხბურთელები და მომთხოვნი თავკაცია. ამიტომ ვგონებ აშკარად სჯობს ბარსა ბ-ს ფეხბურთელებს დაეყრდნონ მაქსიმალურად

  • Don_Andresito
    schedule 10 იან 2021, 23:04
    #4

    ვინ მოგვცემს იჯარით მცველს, ყველა სამმაგ ფასს ადებს ბარსას ინტერესის მერე ჭ კლასის მოთამაშესაც, არც არი ეხლა ლა ლიგაში კარგი მცველი რო იჯარით მოგცენ, გაიას სიამოვნებით მოვიყვანდი მარა 50 მილიონის ბაზარია ეგ. ბალდე არი ძალიან ნიჭიერი ბიჭი, არაფრით ჩამოუარდება ალფონსო დევისს, ზუსტად მაგ ტიპის მოთამაშეა, სწრაფი, დრიბლიორი, ადრე შემტევი იყო, მაგრად მევასება ეგ ბიჭი მარა რეალურად ბარსა ბ შიც არაა ძIრითადში და ადრე ხო არაა? მიკა მარმოლი გვყავს ბ გუნდში კარგი ბიჭი, დღეს გოლიც შეაგდო, მაგის დაწინაურებაც შეიზლება. მოკლედ წელს პირველ გუნდში ბალდე, მორიბა, კონრადი მარმოლი და რამდენიმე ბიჭი კიდე უნდა დაიტესტოს, დარწმუნებული ვარ 2 ბავშვი მაინც გაამართლებს ისე რო ბევრი ხალხის ყიდვა აღარ დაგვჭირდეს. ფატისნაირი შემტევი რო გვეყიდა ერთი 70 ხო დაგვიჯდებოდა? თუნდაც მინგესას ნაირი მცველი 10-15 მაინც ეღირებოდა. ახალგაზრდებს უნდა დავუბრუნდეთ რითიც მივაღწიეთ წარმატებას. ნუ ვინმე ტოპ ტალანტი გამოჩნდება ბაზარზე, როგორიც ჰოლანდია მაგალIთად, კი ბატონო უნდა იბრძოლო მარა დალშე აღზრდილებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. და ბოლოს, ხაიმე ორელიანა, მაგ ბიჭმა წელს გამაოცა ძმაო, პუჩის ტანზეა, სწრაფია, იდეალური პასი და კარგი დრიბბლინგი აქვს მარა ართმევაზე არის მხეცი, რასაც ქვია მხეცი, კანტეა პატარა, ისე იპარავს ბურთს, მაგ ბიჭსაც ველოდები მალე პირველ გუნდში. ბარსა ბ ეს მოტორია იმენა და ტვინი. პახოდუ კაპიტანიც

  • Ansu Fati 22
    schedule 10 იან 2021, 22:58
    #3

    ბალდეს ვიდეოებს ვუყურე და მომეწონა, ალფონსო დეივისის სტილისაა თან სწრაფია იმედია მისცემენ შანსს

  • M10 S9 D11
    schedule 10 იან 2021, 22:49
    #2

    ვიღაც ჭე კლასის იგროკის მოყვანას ბალდეს მისცენ შანსი ბარემ ჩვენი აღზრდილი ვათამაშოთ რაღა სხვა ვახეიროთ

  • BEQA BARCA
    schedule 10 იან 2021, 22:25
    #1

    დამატებას ბარსა ბდან დავიმატოთ ფულის ყრას.