workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მეკარეთა მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს

“ბარსელონას” მეკარეთა მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს

“გრანადასთან” შეხვედრის მე-16 წუთზე “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მოედანზე კაცნაკლული დარჩა. შეხვედრის არბიტრმა, რიკარდო დე ბურგოსმა, ხოსე რამონ დე ლა ფუენტეს გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. 

მატჩისშემდგომი ოქმის მიხედვით, “ბარსას” მეკარეთა მწვრთნელი მეტოქე გუნდის შტაბის წევრთან მიიჭრა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოქმში დასახელებულ სიტყვებს შორისაა “მასხარა” და “ჭკუასუსტი”. 

დე ლა ფუენტეს ჯარიმა და დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც მისთვის უცხო ნამდვილად არ არის: ესპანელი მწვრთნელი მსგავსი საქციელისთვის ბოლო 5 სეზონში 7-ჯერ დაისაჯა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • C.PC5
    schedule 10 იან 2021, 17:52

    ამის გაძევება მეც შევამჩნიე, მაგრამ ვერ მივხვდი რისთვის გაუშვეს. ალბათ ქონდა მიზეზი.

  • ბასქუ10
    schedule 10 იან 2021, 14:38

    ალბათ გააღიზიანეს თორე ასე უაზროდ რატო მიიჭრებოდა

  • Don_Andresito
    schedule 10 იან 2021, 14:33

    ეს სულ იგინება ზოგადად. რეალთანაც ყავთ გაგდებული. შეშლილია დე ლა ფუენტე. ერთი კუმანსაც აგინოს ჩემი მოგვარეე ათამაშრო

  • nika 54
    schedule 10 იან 2021, 14:25

    ეს ისაა, ზაფხულში სულ შორტებით რო იჯდა ხოლმე. თამაშის წინ მეკარეს ავარჯიშებდა კარში ურტყავდა ხოლმე. შარშანწინ გაზაფხულზე ვიტორიაში ვიყავი და ბარსას თამაშზე წავედით. ეს ტრადიციულად ურტყავდა კარში და ტერ შტეგენიც ცდილობდა ან დაეჭირა ან ისე მოეგერებინა, რომ ამას ბევრი არ ერბინა ბურთის მოსატანად. ერთ მომენტში მსაჯები გამოვიდნენ და იმათაც დაიწყეს მოთელვა მოედნის გასწვრივ უბურთოდ(იასნია) დარბოდნენ. ხოდა ამის დარტყმული მსაჯებიკენ წავიდა და ერთ-ერთმა გვერდითმა ანიშნა იყავი მოგაწვდიო, დაურტყა და ვაბშე სადღაც გაუშვა უფრო შორს მოვკვდი სიცილით. იმ გვერდითმა კი უხადა ბოდიში მამისტოლა კაცი არბენინა.

  • BEQA BARCA
    schedule 10 იან 2021, 14:20

    ტერშტს კარგად კი წვრთნის და რავი. 😀 რაღაც მოხდა ესეიგი რომ მიიჭრა🤔🤔🤔

  • გოგიბერიძე
    schedule 10 იან 2021, 14:20

    დარჩა თამაში სოსიედადთან რომელმაც ბოლო 10 ლა ლიგის თამაშიდან 2 მოიგო მხოლოდ. შემდგომ თუ გავედით გვხდება რეალი ან ბილბაო. რეალის შემთხვევაში ბოლო სამი თამაშიდან 1 მოიგეს სელტასთან რომელიც გამოჩნდა რომ იაგოს გარეშე უვლიან და ფრე ითამაშეს ბოლოსწინა ადგილოსან ოსასუნასთან და ასევე იმ დროისთვის იგივე პოზიციის გუნდთან ელჩებთან. ასე რომ არც რეალია მაინცდამაინც სახარბიელო ფორმაში. ატლეტიკის გასვლის შემთხვევაში კიდე ვნახეთ ახლახანს და კარგი იქნებოდა ატლეტიკოსთანაც ეთამაშათ უფრო დავაკვირდებით მაგრამ რაც იყო ბარსასთან ასე მგონია რეალთანაც იგივე გავა და დაცვა თუ გააუმჯობესეს და ის მეკარე თუ სასწაულებს არ ჩაიდენს გავა ფინალში და მანდაც ფავორიტები ვიქნებით.

  • o.dembele11
    schedule 10 იან 2021, 14:19

    რატომღაც მგონია რომ ლალიგას მაინც მოვიგებთ წელს

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2021, 14:13

    ეს რაღაც ედერ სარაბიასნაირი ტიპი ჩანს smiley

  • Clever liar
    schedule 10 იან 2021, 13:57

    როჟას უქმეების მისაღებად მაგარი ხერხი აქ არჩეული რაგინდა 😀

  • Gaucho86
    schedule 10 იან 2021, 13:51

    მაგარი შიზოიდი ყოფილა laughing laughing

  • Memphis Depay
    schedule 10 იან 2021, 13:03

    ციტატა: marco reus 11
    რას ბალამუტობენ ლალიგაში რატო აქ ატლეს სამი თამაშით ნაკლები , ჩვენზე ადრე დაიწყეს ლალიგა. ბოლობოლო ათამაშონ და დაალაგონ ცხრილი ერთხელ და სამიდამოდ წესიერად.
    ამ ბარსელონას რო ვუყურებ გული მარტო იმაზე მწყდება, რო მესია ბებერი და რეალურად არ აქ ექსპერიმენტების დრო, თუარა რაღაც დადებითები კიშეინიშნება ხანდახან :დ დაცვა ისევე ხონის იმერეთის გვყავს მანდ არ იცვლება არაფერი


    უმტიტი-არაუხოს ცენტრი იქნებ მოოხოდოს. ისე კი ნახევარდაცვა თუ გყავს ძლიერი ფაქტია უპირატესობა შენია. დაცვა არასოდეს გვყოლია ძლიერია, მარა ცენტრის მეშვეობით ყველა გუნდს ვხევდით. დე იონგი და ბუსი თუ იქნებიან ფორმაში შანსები იქნება. ერთი ვაინალდუმის ან კანტეს ტიპის იგროკი, მუშა და მორბენალი მაგრად გაასწორებდა.

  • M10 S9 D11
    schedule 10 იან 2021, 12:58

    მიიჭრა გიჟი ხომ არაა უსაფუძვლოდ მისულიყო რაღაცა თქვა ეტყობა მეტოქის სამწვრთნელო შტატების წევრმა

  • marco reus 11
    schedule 10 იან 2021, 12:58

    რას ბალამუტობენ ლალიგაში რატო აქ ატლეს სამი თამაშით ნაკლები , ჩვენზე ადრე დაიწყეს ლალიგა. ბოლობოლო ათამაშონ და დაალაგონ ცხრილი ერთხელ და სამიდამოდ წესიერად.
    ამ ბარსელონას რო ვუყურებ გული მარტო იმაზე მწყდება, რო მესია ბებერი და რეალურად არ აქ ექსპერიმენტების დრო, თუარა რაღაც დადებითები კიშეინიშნება ხანდახან :დ დაცვა ისევე ხონის იმერეთის გვყავს მანდ არ იცვლება არაფერი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 10 იან 2021, 12:54

    ყოჩაღ "კარგად" მოქცეულა.თანაც პირველი არ არის რომ ასე იქცევა თურმე,ბოლო ხუთ სეზონში შვიდი დასჯა.სიამოვნება მიეღო რომ გუნდი იგებდა და გუნდის თამაშით არ ჯობდა?შარს ეძებდა და მიიღო კიდეც დისკვალიფიკაცია სასჯელად.

  • tigresa
    schedule 10 იან 2021, 12:44

    რა ჭირს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? რას ქვია "მიიჭრა"? თამაშს რომ იგებ, რატომ უნდა მიიჭრა მოწინააღმდეგესთან და შეურაცხყოფა რატომ უნდა მიაყენო? აუყვანონ კარგი ფსიქოლოგი, პრობლემა აქვს როგორც ჩანს ბრაზის..