workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სელიუკი: “როდესაც ტურე წავა, კლუბი მიხვდება თუ ვინ დაკარგა”

სელიუკი: “როდესაც ტურე წავა, კლუბი მიხვდება თუ ვინ დაკარგა”

სელიუკი: "როდესაც ტურე წავა, კლუბი მიხვდება თუ ვინ დაკარგა"

 იაია ტურე მზად არის “ჩელსიში” გადაბარგებისთვის. კოტდივუარელი უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ “ბარსელონას” დატოვება მოუწევს და უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რა დიდი დანაკარგი იქნება იაია კატალონიური კლუბისთვის.
პარასკევს გავრცელდა ხმები, რომ ტურე ახლოს იყო “ჩელსისთან” შეთანხმების მიღწევასთან. გვარდიოლა ჯიუტად ცდილობს ნახევარდაცვის კეიტათი და ბუსკეტსით გამაგრებას(რაც გამოსდის კიდეც), მაგრამ იაია ტურეს ნაირი ჩამშლელი მეტ ყურადღებას და ნდობას იმსახურებს.

მისმა აგნტმა, დიმიტრი სელიუკმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ მედიას და განაცხადა: “ტურე უკვე დარწმუნებულია 90%-ით, რომ დატოვებს “ბარსელონას”. ესპანეთში მას კარგად უხდიან, მაგრამ იაიას არ სურს ფულის კეთება სათადარიგოთა სკამზე ჯდომის ხარჯზე. ზოგიერთი ფეხბურთელი ეგუება ასეთ სიტუაციებს, მაგრამ არა ტურე.”
 სელიუკი უფრო შორს იხედება და დარწმუნებულია, რომ “”ბარსელონა” თავის დანაკლისს მიხვდება, მას შემდეგ რაც კოტდივუარელი დატოვებს კლუბს”.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward