workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
72 დარტყმაში 9 გოლი | როგორ უმჯობესდება ლეოს სტატისტიკა?

72 დარტყმაში 9 გოლი | როგორ უმჯობესდება ლეოს სტატისტიკა?

2020/21 სეზონის დასაწყისში ლეო მესის უღიმღამო, უიღბლო და საბოლოო ჯამში უშედეგო თამაში არასაფეხბურთო მიზეზებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ფეხბურთელის კარიერული დაღმასვლით.

როგორც Sport-მა განაცხადა, ამ მომენტისათვის არგენტინელს მოედანზე პედრის სახით, კომფორტული პარტნიორი ეგულება და მასთან ნდობის ხარჯზე ფსიქოლოგიურადაც უფრო დარწმუნებული გამოდის. ლუის სუარესის “ატლეტიკოში” გადასვლის შემდეგ, მესის ასეთი მეწყვილე არ ჰყავდა და უმეტესად არასტაბილური გრიზმანისა და ბრეითუეიტის იმედზე ყოფნა უწევდა.

ამას გარდა, ლეოს გასახდელში მწვრთნელთან ურთიერთობაც დაულაგდა და კუმანთან უკვე უშუალო, დადებითი კავშირი აქვს. ასეთმა მხარდაჭერამ არგენტინელისთვის მნიშვნელოვანი შედეგიც გამოიღო და “ბილბაოსთან” დუბლი სტანდარტული მდგომარეობების გარეშე შეასრულა, პირველ გოლში კი მისი წვლილი საგრძნობლად დიდი იყო. რომ არა 90-ე წუთზე გაკეთებული არაზუსტი გადაცემა, რომელსაც “ბლაუგრანას” კარში გოლი მოჰყვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იქნებოდა. 

ლეოს წარმატებულ თამაშსა და იღბალზე “ბარსელონასთვის” ამ სეზონშიც ბევრი რამაა დამოკიდებული, ვინაიდან, ჯამურად გუნდის მიერ კარის ჩარჩოში წასული 122 დარტყმიდან 72 სწორედ ლეო მესის ანგარიშზეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • ბასქუ10
    schedule 09 იან 2021, 23:31

    დაიბრუნებს აუცილებლად თავის ფორმას,!'მესი ყოველთვის მესია და მისგან არაფერია გასაკვირი

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 21:25

    ციტატა: Nini
    BEQA BARCA,
    მთავარია დარჩეს.

    ციტატა: BEQA BARCA
    დღეს დუბლი უნდა დადოს მინიმუმ მეფემ.

    ციტატა: LM10RG10
    ერთი კაი ჯარიმაც გვინდა ლეეო🙃


    ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂


    ასეც უნდა იყოს როცა მეფე ურტყამს 👌


    ისე ამასწინათ რა ჯარიმა მოუხსნეს. ლეო რო ურტყამს მაშინ ხდება ყველა ნოიერი

  • C.PC5
    schedule 09 იან 2021, 20:16

    აკრებს ლომი ფორმას, პედრისთან ერთად იფრენს❤️❤️🙌

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 09 იან 2021, 19:15

    BEQA BARCA,
    მთავარია დარჩეს.

    ციტატა: BEQA BARCA
    დღეს დუბლი უნდა დადოს მინიმუმ მეფემ.

    ციტატა: LM10RG10
    ერთი კაი ჯარიმაც გვინდა ლეეო🙃


    ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂


    ასეც უნდა იყოს როცა მეფე ურტყამს 👌

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 19:08

    ციტატა: Nini
    BEQA BARCA,
    სამიც თუ არ გაიტანა.თანაც ორი ცოტაა ლეოსთვის მინიმუმ სამი.👌


    იხოდება თანდათან ლომი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 09 იან 2021, 18:57

    მთავარია არ წავიდეს ❤️❤️❤️

  • M10 S9 D11
    schedule 09 იან 2021, 18:45

    მოიხოდება ნელა-ნელა შედის ფორმაში

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 09 იან 2021, 18:30

    BEQA BARCA,
    სამიც თუ არ გაიტანა.თანაც ორი ცოტაა ლეოსთვის მინიმუმ სამი.👌

  • cezo45
    schedule 09 იან 2021, 18:30

    პედრიმ აუბა მხარი და ლეოსაც ნელნელა დაეტყო ხასიათზე მოსვლა ტიპს ყველა გაუყიდეს ვისთანაც შეთამაშებული იყო, იმედია პედრი გაამართლებს ლეოს იმედებს და კიდევ უფრო მოუმატებს..

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 18:28

    დღეს დუბლი უნდა დადოს მინიმუმ მეფემ.

    ციტატა: LM10RG10
    ერთი კაი ჯარიმაც გვინდა ლეეო🙃


    ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂

  • LM10RG10
    schedule 09 იან 2021, 18:21

    ერთი კაი ჯარიმაც გვინდა ლეეო🙃