დღეს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, “ბარსელონა” ლა ლიგის ეგიდით სტუმრად “უესკას” დაუპირისპირდება. დღევანდელი შეხვედრა გუნდის კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით რიგით 750-ე იქნება.
მესისთვის დღევანდელი მატჩი საიუბილეო იქნება ლა ლიგაშიც (მე-500) ის უახლოვდება ლეგენდარული ჩავი ერნანდესის ნიშნულს, რომელსაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი (767) მატჩი აქვს ჩატარებული, უდიდესი ალბათობით მესი ჩავის მიმდინარე სეზონშივე გაასწრებს.
“ბარსელონას” მოქმედი ფეხბურთელებიდან მესის შემდეგ ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვთ, სერხიო ბუსკეტსს (597) და ჟერარ პიკეს (553)

აბა რას იზამს გადაასწრებს წელსევე..
ასეთ თარიღებზე იტანს ხოლმე. ასე რომ დღეს მინიმუმ გოლს ველით ლომო!
მესის იმედი ყოველთვის მაქვს მე პირადად როცა სტადიონზეა.ყველაფერი უნდა გააკეთოს როცა ახალი პრეზიდენტი მოვა მის დასატოვებლად გუნდში.
ძალიან მინდა, რომ ბარსაში ჩატარებული მატჩებით 1000 ნიშნულს გადასცდეს
მიდი მეფეო მინიმუმ დუბლი გვინდა დღეს
ამ კაცისთვის ყოველი თამაში რეკორდია.
მიდი რა ლომო ეს წელი გოლების შეყრით უნდა გახსნა და მიყვე ბოლომდე