ბრუნუ ფერნანდეში: მესი და რონალდუ ყოველ სეზონში უკეთესები ხდებიან

ბრუნუ ფერნანდეში: მესი და რონალდუ ყოველ სეზონში უკეთესები ხდებიან

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ბრუნუ ფერნანდეშმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მესიზე და რონალდუზე ისაუბრა. 

“ყველას ცხოვრებაში სრულყოფილებაა საჭირო და გააზრება, რომ შენ არც საშინელი ხარ და არც საუკეთესო. ყოველთვის არის დრო გახდე საუკეთესო. შეუძლებელია იყო საშინელი, რადგან საკმარისი დრო გაქვს გახდე საუკეთესო. ყოველთვის გაქვს დრო, რათა მოუმატო. 

თუ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის დავაკვირდებით, ცხადია, რომ ისინი ყოველ სეზონში უკეთესები ხდებიან. როგორ ახერხებენ ამას? ყველა ამბობს, რომ ამაზე მეტის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან. 11 წლიანი ბრძოლა “ოქროს ბურთზე” – მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება. ფეხბურთის ისტორიაში ამას ვეღარ ვიხილავთ, ისინი საუკეთესოები არიან. მე შესაძლებლობა მომეცა რონალდუსთან ერთად ნაკრებში მეთამაშა და ვხედავ, თუ როგორ ცდილობს ის საუკეთესო გახდეს სხვადასხვა კომპონენტში: ჯარიმები, დარტყმები, თავით თამაში და პენალტები.”,

– პორტუგალიელის სიტყვებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური საიტი ციტირებს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • LM10
    02 იან 2021, 01:15

    გრილიშის თამაშს დააკვირდით პროსტა უძალიანმაგრესია და დაგვხატავდა

  • Albicelecte
    01 იან 2021, 15:48

    ციტატა: M10 S9 D11
    უნდა დაგვეთრია ეს მაგარი ჭამა ბართომეუმ რო არ მოიყვანა


    თუმცა დიდი ნაკლი აქვს, უჯიშო პორტუგალიელია
    თუ უჯიშოებიდან ვინმეს მოყვანა იყო, ჟოტა ან ფელიში ისევ barca-6

  • BEQA BARCA
    01 იან 2021, 13:32

    მაგარი ფეხბურთელია სტაბილურიც და იმედია მოიყვანენ…

  • M10 S9 D11
    01 იან 2021, 13:15

    უნდა დაგვეთრია ეს მაგარი ჭამა ბართომეუმ რო არ მოიყვანა

  • grizmann
    01 იან 2021, 12:26

    ბრუნოს ან დე ბრუინის ნაირი ნახევარმცველი როგორ აკლია დღევანდელ ბარსელონას

  • BARCELONA FOREVER
    01 იან 2021, 12:25

    გადმოდი და გაუწიე კონკურენტობა ალენიას თუ მაგარი ხარ :დ

  • ჯერემი რენერი
    01 იან 2021, 10:35

    2021 გახსნილად ვაცხადებ :დ