workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის 10 ყველაზე დაუფასებელი პირადი რეკორდი

ლეო მესის 10 ყველაზე დაუფასებელი პირადი რეკორდი

ლეო მესის მიერ ერთი გუნდის მაისურით გატანილი 644 გოლი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეკორდია. არგენტინელმა ამ მაჩვენებლით პელეს რამდენიმე დღის წინა გადაუსწრო. 

“ლა პულგას” ბიოგრაფიაში კიდევ უამრავი რეკორდი არის დაფიქსირებლი, მათგან ყველაზე დაუფასებელ 10 რეკორდს ქვემოთ განვიხილავთ.

  • 2012 წელს ლეომ ზედიზედ 10 შეხვედრაში მეტოქის კარი ორჯერ ან უფრო მეტჯერ აიღო.
  • ევროპის ტოპ-ჩემპიონატის ისტორიაში გატანილი გოლების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი (50 გოლი).
  • ერთ კალენდარულ წელიწადში შიდა ჩემპიონატის ეგიდით გატანილი 59 გოლი (2012 წელს), დღემდე საუკეთესო შედეგია.
  • მესი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომლმაც 1000 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • “ბარსელონას” კაპიტანი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბუცი და საუკეთესო ფლეიმეიქერის ჯილდო ერთ სეზონში მიიღო.
  • ერთ კალენდარულ წელიწადში ყველა ტურნირზე გატანილი 91 გოლი. ამ მაჩვენებლით არგენტინელმა გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.
  • წინა რეკორდის მიხედვით, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ლეოს შედეგიანობა 2012 წლის 19 თებერვლიდან 2013 წლის 13 თებერვლამდე, რა პერიოდშიც მან 101 გოლი გაიტანა.
  • ლიონელს ეკუთვნის შეხვედრებში ზედიზედ გატანილი გოლების რეკორდი. მან თავის გამოჩენა მიჯრით 21 მატჩში მოახერხა.
  • მას შემდეგ რაც ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს ითვლიან, ლეოს ისტორიაში ყველაზე მეტი ასისტი აქვს გაკეთებული.
  • ლეოს პრემიერ ლიგაში არასდროს უთამაშია, მაგრამ ინგლისის დიდი ექვსეულის წინააღმდეგ 26 გოლი აქვს გატანილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Iniesta. And messi
    schedule 26 დეკ 2020, 23:33

    უბრალოდ მეფე და უბრალოდ საუკეთესო

  • AGU3RO
    schedule 26 დეკ 2020, 22:56

    ეს კაცი ყველა დროის საუკეთესოა

  • BARCELONA FOREVER
    schedule 26 დეკ 2020, 22:48

    ლაპარაკი რათუნდა ამას რო ეს კაცი ყველა დროის საუკეთესოა

  • Iniesta_8
    schedule 26 დეკ 2020, 22:12

    პირველი და მეშვიდე არ ვიცოდი, 101 გოლი ერთწლიან მონაკვეთში მართლა დაუჯერებელი შედეგია, მაგრამ დანარჩენები ფართოდაა ცნობილი და დაფასებულიც ვფიქრობ.

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 22:01

    და კიდევ დაუმატებს მეფე, ისე, რომ სალაპარაკო არაფერი იყოს
    მესი გავყიდოთო, მესის წასვლით რომ ჭრიან პრობლემებს, იმ ხალხისა არ მესმის

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2020, 21:59

    2012 წელს რაღაც არანორმალური შედეგები ქონდა

  • მიქატაძე ვაკო
    schedule 26 დეკ 2020, 21:56

    აღარ უნდა იმას ლაპარაკი,რომ მესი საუკეთესოა,ვინც ვერ იაზრებთ,შეიგნეთ :დდდ <3