ჯანლუკა დი მარციოსთან ასოცირებული იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, ერიკ გარსიას “ბარსელონაში” გადმოსვლა 100%-ით გადაწყვეტილია.
“მანჩესტერ სიტის” 19 წლის მცველი, რომელიც 2017 წლამდე “ლა მასიაში” ირიცხებოდა, “ბარსას” სამიზნე წინა სატრანსფერო ფანჯარაზეც იყო, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და მისი კატალონიურ კლუბში დაბრუნება გადაიდო.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური დაცვის პოზიციის გაძლიერებისთვის შერჩეულ კანდიდატებს შორის “არსენალის” ფეხბურთელი შკოდრან მუსტაფიცაა, თუმცა თუ გარსიას ტრანსფერი შედგება, “ბარსელონა” ალტერნატიულ ვარიანტებზე აღარ იფიქრებს.



უმტიტი გასაყიდია. (თუ გაიყიდა) ამდენი უთამაშებლობით, სანამ ფორმაში შევა ისევ ილეწება, მერე 4-5 თვე ლაზარეთში აგდია. შემდეგ სანამ ისევ ფორმაში შევა დაგვღუპავს თუ ისევ ტრავმა არ მიიღო. ამის ბარსაში კარიერა დასრულებულია.
19 წლის ასაკში ფეხბუღტეოს ასე ხაზი გადაუსვა?! არ მგონია მართებული
აგერ, წინა შეხვედრაში ლენგლე ძალიან კარგი იყო, მაგრამ იმის მიხედვით თუ შევაფასებთ, რაც მანამდე აკეთა, მაშინ….
ლა მასიელი მაინც ლა მასიელია და გვარდიოლას რჩეული არ მგონია, რომ გუნდს არ მოუხდეს
თუ 3 მცველიანით თამაშის სქემას მოსინჯავს კუმანი, მაშინ მარცხენა ფლანგზე ანხელინოა მოსაყვანი
მართალია ფრანკოს ზემლიაკია, მაგრამ რეაქტიული და შეტევებში ჩართვებით საუკეთესოა
არაა ესეთი ძლიერი მცველი
რავი ძმაო მე სადაც ვნახე იქ დამაჯერებელი არ იყო ეს და არვიცი ვერ გეტყვით შეიძლება მარტო ის იგრები ვნახე სადაც ამან ცუდად ითამაშა
რავიცი მე პირადად ამისი დიდი იმედი არ მაქვს რამდენჯერმე ვნახე სიტის თამაში ეს რო იდგა და კარგად კი არა ცუდად ითამაშა. მარა მოიყვანონ იქნებ პიკესავით გაამართლოს ამანაც თან კონკურენციასაც გაზრდის და ამ ფასშიც ნაჩუქარია ალბათ.