workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენედიტო: თუ პსჟ მესის დამატებას მოისურვებს, ჩვენ უძლურები ვიქნებით

ბენედიტო: თუ პსჟ მესის დამატებას მოისურვებს, ჩვენ უძლურები ვიქნებით

აგუსტი ბენედიტომ L’Esportiu-სთან ინტერვიუში ლეო მესისა და “ბარსელონას” მომავალზე ისაუბრა:

“როდესაც ვნახე, თუ როგორ საუბრობდა მესი საჯაროდ “ბარსას” დატოვებაზე, გავოცდი. თუ პსჟ-ს მესის დამატება ენდომება, ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ. რა თქმა უნდა, მესის დარჩენის მომხრე ვარ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ.”

“ნეიმარის შეძენა უბრალოდ შეუძლებელია. კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა. როგორ გადავიხდით ნეიმარის ხელფასს? ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიდარდოთ, რომ მესი პარიზში გადასვლაზე არ იფიქრებს და არა იმაზე თუ როგორ დავიბრუნოთ ნეიმარი.”

ამჟამად “ბარსას” ფინანსურად ძალიან უჭირს, კლუბს “კამპ ნოუს” შესაკეთებლადაც არ გააჩნია რესურსი, შესაბამისად, ნეიმარის მოყვანა ფანტასტიკის სფეროს ნაწილია. საბედნიეროდ, “ბლაუგრანას” ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ, რითაც არსებული კრიზისი მცირედით შეამსუბუქეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 13 დეკ 2020, 14:42

    მოკლედ არაფრის ტრ-კი არა გვაქვსო, ვერც ლეოს შევინარჩუნებთ და ვერც ნეიმარს ვერ დავიბრუნებთო, ანუ წადი ლეო წადიო ასე ისმის ამის კნავილი, გუნდისგან რომელიც ბოლო წლებია შემოსავლებით მუდამ 1-2 ადგილებზე იყო. ესეც ბართოს მემკვიდრეობა, წასვლაც რო არ უნდოდა იმ უსინდისოს, ეგ პროსტა კი არ უნდა გაეშვათ პასუხიც უნდა მოეთხოვათ და უკან უნდა მოეტანინებინათ ის მოპარული ფინანსები, რომლებსაც ისევ მესის წინააღმდეგ იყენებდა თავისი ნაყიდი ტროლებით

    ციტატა: Le0_Barca
    არამგონია

    ნულია იმის შანსი რომ ლეო პსჟ_ს შეუერთდეს. ნეიმარის ტრანსფერი უფრო რელაურია


    როგორ არის რეალური, როცა თვითონ აცხადებს არა ვართ მომყვანებიო, მითუმეტეს ფასიც კი იციან უკვე დაზუსტებით. 100მლნ.

  • Heisenberg
    schedule 13 დეკ 2020, 14:27

    ასეთ განცხადებებს როგორ ჩუმ ჩუმად და ნელ-ნელა აკეთებენ ეს გამყიდველები. ბართომეუს დროს არ მუშაობდა ესეც?

    ასეთი რამე კლუბის ამჟამინდელმა, თუნდაც ყოფილმა წარმომადგენელმა კი არა აი რივალდომაც არ უნდა თქვას. მესის და კლუბის შეურაცხყოფაა ორივე ერთდროულად.

    როდის მოშორდებიან ეს სულგაყიდული ტიპები ბარსას. ლაპორტამ უნდა მოიგოს ყოველ მიზეზგარეშე არჩევნები.

  • AGU3RO
    schedule 13 დეკ 2020, 09:21

    არამგონიაა , სიტიში წავიდეს

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 00:51

    არამგონია

    ნულია იმის შანსი რომ ლეო პსჟ_ს შეუერთდეს. ნეიმარის ტრანსფერი უფრო რელაურია

  • El pistolero 9
    schedule 13 დეკ 2020, 00:26

    ნეიმარი რომც გვაჩუქონ აღარ უნდა დავიბრუნოთ.ტიპი სასამართლოში გვედავება და რა ტრანსფერზეა საუბარი

  • El Guaje
    schedule 13 დეკ 2020, 00:17

    აუ ტვინი აგვატკინეს უკვე რა

  • cezo45
    schedule 13 დეკ 2020, 00:00

    და რამ მიიყვანა გუნდი ამხელა კრიზისამდე მაგაზე რატო არ საუბრობენ? დედა უტირა ბართომეუმ გუნდს.. რამდენი წელი დაჭირდება ამ კრიზისის დაძლევას რატო არაკეთებენ ამაზე კომენტარს? ყველას პრეზიდენტობა რო უნდა და გვპირდებიან კაი ტრანსფერებს

  • Konrad de la Fuente
    schedule 12 დეკ 2020, 23:38

    ბავარიასაც გაუგებენ მალე სტილს, წელს ვერცერთ ძლოერს ვერ მოუგო ბაიერნმა ბუნდესლიგაში. ისე რა დრო მოვიდა რა, ფლიკის ბაიერნს ვინ მოიაზრებდა ფავორიტად სადღაც 10 წლის უკან. როცა ფერგის მანიუ, გვარდის ბარსა, ჟოზეს ინტერი ბობოქრობდნემ.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 12 დეკ 2020, 23:36

    თუ ასე აპიეებს გაგრძელებას იანვარშივე მიყიდონ პსჟს

  • ANSU FATI 10
    schedule 12 დეკ 2020, 23:23

    მესი სადაც ჩემპიონთა ლიგის თასის სუნს იგრძნობს იქ წავა

  • M10 S9 D11
    schedule 12 დეკ 2020, 23:06

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    M10 S9 D11,
    ტიპი ყველა თამაშში იტანს :დ


    ამ სიბერეში გაეხსნა

  • BARCELONA FOREVER
    schedule 12 დეკ 2020, 23:02

    M10 S9 D11,
    ტიპი ყველა თამაშში იტანს :დ

  • M10 S9 D11
    schedule 12 დეკ 2020, 22:59

    ციტატა: Aron ralston
    ბაიერნი აგებს
    უყურეებთ მატჩს?


    ამ წუთს გაათანაბრა ლევანდოვსკიმ

  • BARCELONA FOREVER
    schedule 12 დეკ 2020, 22:58

    რა ტვინი გაღუნეს ამათმა პსჟ არ წავა ტყუილად მე ვფიქრობ საერთოდ არ წავა მარა თუ წავიდა ალბათ მაინც სიტიში

  • Albicelecte
    schedule 12 დეკ 2020, 22:58

    ეს აგუსტი ბენედეტო ჩანს მაგარი ჩმორი, მარტო ჭყიპინი და რაღაცის დაშავება რომ შეუძლიათ, ის კატეგორია

  • Aron ralston
    schedule 12 დეკ 2020, 22:45

    ბაიერნი აგებს
    უყურეებთ მატჩს?

    ციტატა: M10 S9 D11
    ტრუხა ბაზარია მესი მანდ არ წავა


    მესი დარჩება დიდი ალბათობით ფონტი მესიზე აკეთებს აქცენტს და ლაპორტაც ასე რომ არამგონია წავიდეს

  • M10 S9 D11
    schedule 12 დეკ 2020, 22:43

    ტრუხა ბაზარია მესი მანდ არ წავა

  • Aron ralston
    schedule 12 დეკ 2020, 22:42

    დიდი ალბათობით ლეო დარჩება