workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არ მითქვამს, რომ მესის გავყიდიდი – ტუსკეტსმა წინა განცხადება განმარტა

არ მითქვამს, რომ მესის გავყიდიდი – ტუსკეტსმა წინა განცხადება განმარტა

Radio Catalunya-სთან “ბარსელონას” დროებითმა პრეზიდენტმა, კარლეს ტუსკეტსმა, ლიონელ მესისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა, სადაც ის არგენტინელის ზაფხულში გაყიდვას სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა.

“არ მითქვამს, რომ მესის გავყიდიდი. უბრალოდ მისი ტრანსფერი კლუბისათვის ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა.”

“თუ საჭირო გახდება, კუმანსაც მოვახსენებ, რომ ჩემი ნათქვამი არასწორად გააჟღერეს. მზად ვარ, მესის გარშემო არსებული ვითარების შესახებ გავესაუბრო და ყოველივე ზუსტად ავუხსნა.”

“კლუბი მესის მიერ გამომუშავებულ თანხას კომპენსაციის სახით იღებს, მაგრამ “ბარსა” მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ არის. “ბარსელონას” ბრენდი  მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტულად ერთი პირის სახით არაა წარმოდგენილი.”

“ამიერიდან დავრწმუნდი, რომ მედიასთან თავი ნაკლებად უნდა გამოვიჩინო.”

რონალდ კუმანმა კარლეს ტუსკეტსის წინა განცხადებაზე თქვა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოსაზრებით თავად არ დაინტერესებულა და მესის “კამპ ნოუზე” დარჩენას მხარს სრულად უჭერს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • პავლოვიჩი56
    schedule 05 დეკ 2020, 14:17

    ბარსელონაში-კატალონიაში ფსიქიატრიული სავადმყოფო ფუნქციონირებს? თუ მუშაობს ეს გარეთ რატომ არის?

  • M10 S9 D11
    schedule 05 დეკ 2020, 13:25

    საერთოდ თუ არ ამოიღებ ხმას ვაფშე მაგარი იქნება

  • Zviadicelidze
    schedule 05 დეკ 2020, 12:16

    აქედწნვე თუ უწევს ამაას თავისი სიტყვებიის თავიდან განმარტებაა😃🤣პრეზიდენტად კი არააა სეტიენს მიუყენრთ ბოსელში🤣🤣

  • duggu
    schedule 05 დეკ 2020, 10:17

    შე კვერცხო, სანამ მესიზე რამეს იტყვი უნდა დაფიქრდე და მედიასთან საერთოდ არ უნდა გამოჩნდე… სირბანჯო ეს