workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი დესტთან დაკავშირებით გარისკვას არ აპირებს

კუმანი დესტთან დაკავშირებით გარისკვას არ აპირებს

როგორც გახსოვთ, “ბარსელონას” ამერიკელი მცველის, სერჟინიო დესტის “ოსასუნასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ ფეხბურთელმა  შეხვედრისთვის მოსამზადებელ ბოლო სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო და მატჩის განაცხადშიც მოხვდა. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ რონალდ კუმანი დღეს არ შეამჩნევს, რომ დესტი თამაშისთვის 100%-ით მზად არის, მის მოედანზე გაყვანას არ გარისკავს. 

გუნდის კიდევ ერთი მარჯვენა მცველი, სერჟი რობერტო, ტრავმირებულია. დესტის გამოკლების შემთხვევაში ამ პოზიციას ნომინალური ცენტრალური მცველი ოსკარ მინგესა დაიკავებს, დაცვის ცენტრში კი კლემან ლანგლესთან ერთად ჟუნიორ ფირპო ან ფრენკი დე იონგი ითამაშებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 29 ნოე 2020, 15:05

    უეჭველი უნდა ითამაშოს დესტმა

  • GioKakiashvili
    schedule 29 ნოე 2020, 15:01

    თუ ესეა საქმე მე-2 ტაიმში მიცეს გარკვეული რაოდენობის სათამაშო დრო