workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მუხლს დიდი ძალა დავატანე და ამას არ ვნანობ

სამუელ უმტიტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მუხლს დიდი ძალა დავატანე და ამას არ ვნანობ

ცენტრალურ დაცვაში პრობლემებია, დანაკლისის ფონზე კი რონალდ კუმანისთვის ყველაზე კარგი სიახლე სამუელ უმტიტის დაბრუნება უნდა იყოს. 
“ბარსელონას” ფრანგი მცველი, რომელიც ერთ დროს ევროპის საუკეთესოთა შორის შედიოდა, უკვე 2 წელია ტრავმას ვერ იშუშებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ტრანსფერი არავინ მოისურვა და სამუელი ისევ “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დარჩა. 
ტრავმიანობის მიზეზი ისაა, რომ უმტიტიმ დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის ჩატარებას გარისკვა და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგზავრება ამჯობინა. 

Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს. 

მსოფლიო თასზე ჩემს მუხლს სრული პოტენციალის გამოსაყენებლად დიდი ძალა დავატანე. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან ახლა ჩემპიონი ვარ. 
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად გიწევს. 

უახლესი ინფორმაციით, უმტიტი უკვე გამოჯანმრთელდა. ის ეცდება, უახლოეს მომავალში ფორმა სრულად აღიდგინოს და მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Barca_MNS
    schedule 29 ნოე 2020, 18:07

    ციტატა: fcbmaniacofalltime
    უმტიტი სირ!ი ხარ პუიოლი თავისით მიხვდა რო უნდა წასულიყო მაგის გამო ხავიც და ინიესტაც თავისით მიხვდნენ რო იმ დონეს ვეღარ დებდეენ როგორც ადრე აი ესენი იყვნენ ადამიანები აბა ეხლანდელი უთავმოყვარეო პიკე ბუსკეცი უმტიტი კი აცლიან გუნდს არაფერში ფულებს დემბელე კიდე გამოვა 5 თამაშში 1 გოლს შეაგდებს და შეასხამნე ხოტბას დემბელეზე უტვინო ფეხბურთელი მე არ მინახავს მთავარი ნიჭი კი არა ამთავარია ტვინი და შრომა


    უაზრო შედარებაა მეგობარო, პუიოლი 36 წლის ასაკში წავიდა, ხავიც 34-35 ალბათ და ახლა იძახი, რომ უმტიტი უნდა ადგეს და 24 წლის ასაკში გავიდეს პენსიაზე? ეგ თუ რამე უნდა გადაწყვიტოს ექიმმა თუ ეგრე უკიდურესადაა საქმე, დააკლეს ხელფასი, მოაკლდა სათამაშო დრო და ახლა არაა საჭირო ადგე და დააბრალო ყველაფერი მას, პლიუს ბარსას სამედიცინო შტაბი რო უბერავდა და ახლა არ ვიცი რასა აკეთებენ ეგ ფაქტია.

  • me da barca
    schedule 29 ნოე 2020, 16:50

    მაშინ საფრანგეთის ფედერაციამ გიხადოს ხელფასი.

  • M10 S9 D11
    schedule 28 ნოე 2020, 17:19

    არადა რა მაგარი იყო ეს ოხერი

  • ნელსონ სემედუ
    schedule 28 ნოე 2020, 15:46

    სამუ 😍

  • • ხავიესტა •
    schedule 28 ნოე 2020, 15:13

    ამ კაცის ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია. ყველა პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა ასე მოიქცეოდა, მათ შორის მეც. ნაკრებში თამაში და თავგინწირვა უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რამაა რისი გაკეთებაც შეუძლია ფეხბურთელს საკუთარი ქვეყნისთვის…

  • El pistolero 9
    schedule 28 ნოე 2020, 15:12

    იქნებ და მოიხოდოს.ახლა ამის კარგად ათამაშება ჰაერივით ჭირდება ბარსას

  • Barca_MNS
    schedule 28 ნოე 2020, 14:47

    ნებისმიერი ასე იზამდა, რა შრომა გაწია ახლა ამან მაგ საქმისთვის, იგივე ქნა პუიოლმაც მთელი ცხოვრება ტრამვით ითამაშა მანამდეც და მერეც. იმედია მოიხოდება ისევ ძალას დაატანს თუ რას იზამს. ეჰ რა ფორმაში იყო ეს

  • GioKakiashvili
    schedule 28 ნოე 2020, 14:29

    თვითონაც ამბობს რო მსოფლიოს გამო შევწირე კარიერაო ეჰჰ უმტო არადა რაკაი იქნებოდი 2წელში