workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ედვინი: “სერ ალექსი ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც დაამარცხებს “ბარსას”

ედვინი: “სერ ალექსი ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც დაამარცხებს “ბარსას”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა გოლკიპერმა, რომელმაც კარიერკა 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაასრულა, ედვინ ვან დერ საარმა, განაცხადა, რომ მომავალ წელს სერ ალექს ფერგიუსონი “ოლდ ტრაფორდზე” ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც კონკურენციას გაუწევს კატალონიის “ბარსელონას”. იტყობინება გამოცემა “TalkSPORT”.

“გუნდი გადახალისდება – ეს ასეც უნდა იყოს. ამ მომენტისთვის “ბარსელონა” საუკეთესო კლუბია და ფეხბურთში ყოველთვის ძნელია შენზე ძლიერ გუნდს გაუწიო კონკურენცია. სწორედ ასეთი კლუებების წინააღდეგ თამაშისას იღებ უდიდეს გამოცდილებას”. აცხადებს ვან დერ საარი.

“ამ მომენტში ნამდვილად არ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი, თუმცა შემდეგ წელს “მანჩესტერს” ექნება იმის ძალა, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, მე მათ კარს ვეღარ დავიცავ, მაგრამ სულით და გულით მათთან ვიქნები. მე ვიცი, რომ მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, შექმნის ისეთ გუნდს, რომელიც დაამარცხებს კატალონიის “ბარსელონას”. ეს დიდი სტიმული და გამოწვევაა მისთვის”. დაასრულა ედვინ ვან დერ საარმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward