ესპანელი ჟურნალისტი, ადრია ალბეტი, “ბარსელონას” ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შესახებ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუსკეტსმა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად თამაშის დროს დაზიანება მიიღო, შუა კვირაში თავის გარემოცვას აცნობა, რომ თავს კარგად გრძნობს და 2 დღეში გამოჯანმრთელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 32 წლის ფეხბურთელი “ოსასუნასთან” ლიგის მომდევნო მატჩში რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება.
ბუსკეტსის გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი აქამდე ცნობილი არ იყო. ის გუნდს “ატლეტიკოსა” და კიევის “დინამოსთან” შეხვედრებში ვერ დაეხმარა, გუშინ კი თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

მე ხო ვიცი ეხლა ეგრევე ძირითადში გააკვეხებს არადა ბავშვებმა მშვენივრად შეუბერეს კიეველებთან
ძირითადმა კიევთან 1:1 ითამაშა, ისე ბუსი და რამოდენიმე ძველი სკამზე ჯობია, ახალგაზრდება ბევრად უკეთ გაართვეს თავი