“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ, კევინ-პრინს ბოატენგმა, რომელიც ამჟამად იტალიური “მონცას” ღირსებას იცავს, კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
“ბარსელონაში” გატარებული 6 თვე დაუჯერებელი იყო. თავდაპირველად არ მჯეროდა, მეგონა “ესპანიოლო” მეპატიჟებოდა და არა “ბარსელონა”. მესისთან ერთად ვარჯიშებმა მხოლოდ ბედნიერება მომანიჭა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მესი – რაღაც განსხვავებულია. ის არანორმალურია. ლეოსთან ერთად ვარჯიშების დროს, კარიერაში პირველად ვიგრძენი, რომ არასრულფასოვანი ვიყავი. ის დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა: “კარიერას ვასრულებ!”,
– ბოატენგის სიტყვებს Goal ციტირებს.

როცა მაგარი იყო მაშინ არ იყიდეს და 7-8 წლის მერე ბებრუხანა მოათრიეს გუნდში ბართუმეოს ეფექტი ქვია ამ ფენომენს