workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გილოცავთ გიორგობას!

გილოცავთ გიორგობას!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა.

წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 23 ნოე 2020, 15:25

    გილოცავთ ყველას გიორგობას მრავალს დაესწარით ❤️

  • MARADONA1968
    schedule 23 ნოე 2020, 15:00

    გილოცავთ მრავალს დაესწარით

  • მსლ
    schedule 23 ნოე 2020, 15:00

    მადლობა, მეც გილოცავ

  • El pistolero 9
    schedule 23 ნოე 2020, 12:19

    გილოცავთ მრავალს დაესწარით

  • sandro89
    schedule 23 ნოე 2020, 12:14

    მრავალ გიორგობას დაესწარით

  • გოგიბერიძე
    schedule 23 ნოე 2020, 12:09

    მეც გილოცავთ ყველას ამ დიდ დღეს მრავალს დაესწარით განსაკუთრებით ვისაც გიორგი ჰქვია :).

  • ბექა ბარსაა
    schedule 23 ნოე 2020, 11:38

    გილოცავთ მრავალს დაესწარით. ახლა მივხვდი რეგისტრაციის გარეშე რატომ შეიძლება დატოვო კომენტარი, რეალი ისეთ დღეშია მაგის ფანები ნერვებს მაინც ვერ მოგვიშლიან 😀 😀 და ჩვენც ისეთ დღეში ვართ ვერც ჩჩვენ მოვუშლით ნერვებს 😀 😀 ერთად ატლეტიკოს წინააღმდეგ ეგ დევიზი გაგვაერთიანებს 😀 😀 😀 ან სევილიის ან რავი იმედია უესკამდე არ დავალთ 😀 😀 😀