ესპანელებმა ერთა ლიგის A დივიზიონის, მე-4 ჯგუფის, ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ტურნირის ნახევარფინალისტის ვინაობა ირკვეოდა, გერმანელები გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 დაამარცხეს.
“ფურია როხას” აღნიშნულ დაპირისპირებაში მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, ხოლო გერმანელებისთვის ფრეც დადებითი შედეგი იყო. საბოლოოდ პირინეელებს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ და გერმანელები სახლში მშრალი ანგარიშით, უშანსოდ გაისტუმრეს.
ლუის ენრიკეს თერთმეტეულში მხოლოდ ერთი “ბლაუგრანელი” ვიხილეთ. სერჟი რობერტომ სრულად ითამაშა და Sport-ისაგან 8 ქულა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ მას შეტევაში დიდად არ უაქტიურია, ძირითადად დაზღვევაზე თამაშობდა და ვერნერისა და სანეს კონტრ-იერიშებს სწორედ ის უმკლავდებოდა. მისმა დაცვითმა თამაშმა შედეგი გამოიღო და ესპანელებმა კარი მშრალად შეინახეს. რობერტოს საიმედო გავლენა დაცვაზე იმ მხრივაც გამოიხატება, რომ ესპანელებს პირველი ტაიმის მიწურულს გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი, სერხიო რამოსი, გამოაკლდათ. თუმცა, ბუნდეს-ნაკრების შეტევებს თავი მის გარეშეც გაართვეს.
ენრიკეს ფორმაციის გუნდში სერჟი რობერტოს გარდა “ბარსელონადან” სერხიო ბუსკეტსსა და ანსუ ფატის ვხვდებით, მაგრამ ამჟამად ისინი ტრავმის გამო საფეხბურთო მიოედანს დროებით ჩამოშორებულნი არიან.




კაია დესტი რო მოიყვანეს რობერტოო ცენტრში იბრძოლებს ძირითადისთვის პიანიჩზე მეტი შანსი აქ ჩემი აზრით
ეს ის გერმანია არარის, რომელიც ბრაზილიას დასცინოდა?
7:1 სა და 6:0 შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ.
ბარსამანის ცნობილი ექსპერტები,სხვანაირად ფიქრობენ,რობერტოზე? რაიცის ლუჩომ ფეხბურთი??!!!
გერმანელები საშვილიშვილოდ შერცხვნენ.
სულ მიკვირს რას ერჩით ამ რობერტოს, ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრია, ნაკრებისა რომელიც გერმანიას 6-0 უგებს, და აქ ბარსაში რას უწუნებთ? იმას ხო არა სულ სხვადასხვა პოზიციაზე რო თამაშობს? აგერ გრიზმანი მსოფლიო ჩემპიონი მეორე წელია ბარსაშია და თურმე თავის ადგილს ვერ მიაგნო, აბა წარმოიდგინეთ რო სულ ერთ ადგილზე ათამაშონ მაშინ როგორი იქნებოდა. ბოლო ბოლო უკეთესები ბევრი გვყავს გუნდში დღესდღეობით.
ესპანეთის ნაკრებში ასე ცოტა ბარსელონელი რომ ტეხავს ეგ ნათელია ყველასთვის. ახლა მე სხვა რამე მაწუხებს. იმ დასადაგი დღის შემდეგ ვიღაცები რომ გამოხტნენ და იძახდნენ იიიიი ტერშტეგენი ჩინური ნოიერიაო და სულ რომ დაივიწყეს რაც კი გაუკეთებია გუნდსთვის მაგ კაცს, სად არიან, რა ქნა ნოიერმა მოიგო მარტო თამაში? არ ამოუქოლეს ყველა ხვრელი? შეიგნეთ ბიჭო რომ მეკარე რაც არ უნდა კარგი იყოს დაცვა თუ არ ყავს ვერაფერს გახდება. პ.ს აქ ვიცი რომ ბევრი სცემს პატივს შტეგოს, უბრალოდ მაშინ რამდენიმემ თქვა ეს და ჩამრჩა გონებაში დღემდე.
ერთი ბარსელონელი ესნპანეთის ნაკრებში,ტეხავს
იიფ რა გემრიელად ამოსდო ესპანეთმა იიიფ