workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ არ შეიძინა “ბარსელონამ” მბაპე, ჰოლანდი და ნეიმარი? | ბართომეუს ბორდის ყოფილი წევრის ინტერვიუ

რატომ არ შეიძინა “ბარსელონამ” მბაპე, ჰოლანდი და ნეიმარი? | ბართომეუს ბორდის ყოფილი წევრის ინტერვიუ

“ბარსელონას” ბორდის ყოფილმა წევრმა (2010-20), ხავიერ ბორდასმა, მის გადადგომამდე არსებულ სატრანსფერო სიტუაციაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. 

“მაშინ, როცა უსმან დემბელეს ტრანსფერზე ვმუშაობდით, კილიან მბაპეს შეძენა 100 მილიონ ევროდ შეგვეძლო. 

მბაპეს მამას დავურეკე და მან მითხრა, რომ კილიანი “რეალში” გადასვლას არ აპირებდა, რადგან იქ კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი უკვე თამაშობდნენ, “ბარსელონაში” გადმოსვლა კი შეეძლო, რადგან ნეიმარი უკვე წასული იყო და გუნდში ნაკლები კონკურენცია დახვდებოდა. “მონაკოს” პრეზიდენტსაც ერჩივნა, ფეხბურთელის ტრანსფერი პსჟ-ს ნაცვლად “ბარსელონაში” შემდგარიყო. 

დემბელეს შეძენა იმიტომ ვარჩიეთ, რომ მას გუნდურ მოთამაშედ მივიჩნევდით, მბაპეზე კი ვფიქრობდით, რომ მხოლოდ თავისთვის თამაშობდა. 

ნეიმარის დაბრუნებაზე სერიოზულად ვმუშაობდით. ფეხბურთელს ტრანსფერი სურდა და შეთანხმება კლუბთანაც მიღწეული გვქონდა, მაგრამ შემდეგ ნეიმარის მამამ დამატებით 20 მილიონი მოითხოვა, რაც ვერ გადავიხადეთ. “ბარსელონას” მოთამაშეები მზად იყვნენ, მისი დაბრუნების შემთხვევაში ნაკლები ხელფასი მიეღოთ. ტრანსფერისთვის ფულის შეგროვებისთვის თავიანთი შემოსავლის ნაწილს თმობდნენ, თავად ნეიმარიც აპირებდა იმ პრივილეგიებთან დამშვიდობებას, რაც პსჟ-ში ჰქონდა. 

მე ვიცი, რის გამო წავიდა ნეიმარი “ბარსელონადან”. უმჯობესია, ეს თავად გითხრათ. მესის ჩრდილქვეშ ყოფნა ამის მიზეზი არ ყოფილა. 

რატომ არ შევიძინეთ ჰოლანდი? ტექნიკური შტაბის წევრებმა მითხრეს, რომ ის “ბარსას” ტიპის ფორვარდი არ იყო. ფეხბურთელების მოყვანა ადვილია, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, როგორ ითამაშებენ ისინი ახალ გუნდში. 

ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება მაშინ, როცა ლიგის ლიდერები ვიყავით, შეცდომა იყო. კიკე სეტიენის მოყვანაც შეცდომა იყო.

ბართომეუ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა. ეს სირცხვილი იყო”. – ციტირებს ბორდასის სიტყვებს Mundo Deportivo. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Bakero
    schedule 16 ნოე 2020, 01:29

    მოგ@@@@თ მენეჯმენტი ვირთხები ხართ ყველა ბორდას შენც და ბართომეუ პირველ რიგში ! ღორებო

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2020, 00:07

    ვაი თქვენს პატროოოონს

  • Messiah
    schedule 15 ნოე 2020, 20:06

    🙁 🙁 🙁 რა დავაშავეთ

  • goutsaevi
    schedule 15 ნოე 2020, 19:39

    Da am dros turani pako denisi afelou Luka dini da sxva bevri momiyvanes

  • frenkie dejong21
    schedule 15 ნოე 2020, 14:34

    მბაპეს რო დემბელეს ამჯობინებ😂😂😂
    ასე დაქლიავებულები სად შეიკრიბნენ
    ჯერ ზამთარში ჰალანდი შეეძლოთ 20 მილიონად ეყიდათ და დაიწუნეს ჩვენი სტილის ფორვადი არააო და მერე ბრაიტვაიტი მოიყვანეს 18 მილიონად😀

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 15 ნოე 2020, 14:15

    უნიჭო შლანგი რომ მბაპეს არჩიეთ მარტო მაგის გამო გაქვთ დედა მოსახნავი

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 ნოე 2020, 13:35

    სუფთა სასლევეთი კიდეკაი გა..ვა იმ ოთხთვალამ და მოვიშორეთ

  • Arthur008
    schedule 15 ნოე 2020, 12:32

    Es tu simartlea tavi argaqvt gamosayofi garet, saertod argaqvt tavshi tvini, fulis monebi xart dashalet amxela klubi roca sheidzleobda mag transferebit nel-nela gadagvetana yvelaferi da sircxvili argvechama yovel wels uclze. Nu idzaxit mainc bolomde rac qenit