workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზოგჯერ ერთი ლამაზი ყვავილი მეორეს ბოლომდე აჭკნობს | ანტუან გრიზმანის ყოფილი მწვრთნელი

ზოგჯერ ერთი ლამაზი ყვავილი მეორეს ბოლომდე აჭკნობს | ანტუან გრიზმანის ყოფილი მწვრთნელი

ანტუან გრიზმანის ყოფილმა მწვრთნელმა, ფილიპე მონტანიერმა, რომელიც ფრანგთან ერთად “რეალ სოსიედადში” მუშაობდა, Voix du Nor-თან ინტერვიუში ძველი შეგირდის კლუბში ცუდ თამაშს ახსნა მოუძებნა:

“მას არ გაუმართლა. “ბარსელონაში” იმ დროს მოხვდა, როცა კლუბს კრიზისული პერიოდი ედგა და ძირითადად ლეო მესის ხასიათზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება “ბარსას” ყოველმხრივ ზიანს აყენებდა. ზოგჯერ ერთი ლამაზი ყვავილი, მეორეს ბოლომდე აჭკნობს.”

“გრიზმანმა  თამაში საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რათა პოტენციალი ბოლომდე გამოამჟღავნოს.”

“ანტუანი ყველას უყვარს. თვითნაბადი ნიჭის გარდა, მას ძლიერი ხასიათი აქვს, იბრძვის ბოლომდე და გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯება. ეგოიზმთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს ჰქონია და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება.”

“ყველამ ვიცით, თუ როგორია ის. საფრანგეთში თამაშისას, კილიან მბაპეს მოედანზე შემოსვლის შემდეგ ანტუანმა ინიციატივა ახალგაზრდას სრულად გადააბარა და უბრალოდ გვერდზე გაიწია.”

გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 2 გოლი და 1 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 15 ნოე 2020, 01:12

    კიდევ ვინმე დარჩა, ვინც გრიზმანს დაიცავს? შეილაგეს რა…

  • chagalidze10
    schedule 15 ნოე 2020, 00:03

    გრიზმანი ათამაშეთ მის ადგილზე და ნახავთ როგორ შედეგს დადებს ცრუ 9 არის მეორე ის არის რო მისი ძველი გუნდი სულ ჩაკეტილ თამაშს თამაშობს მალე იხილავთ გრიზმანს მის პერსპექტივას ძან მევასება და ვიცი რო მაგარი იგროკია პროსტო დაცვა ალბა ლენგლე პიკე მოსაშორებელია

  • M10 S9 D11
    schedule 14 ნოე 2020, 23:55

    ნუ გაახურეთ საქმე რაა რატო ნეიმარი და სუარესი არ დაიკარგნენ მესის გვერდით საუკუნის უთამაშებელი დემბელე უფრო კაი შედეგს დებს ვიდრე გრიზმანი ნუ შეულაგეთ ამ მესის

  • zarqu
    schedule 14 ნოე 2020, 23:20

    მაგრად მევასება გრიზი როგორც პიროვნება , იმედიც მაქვს ,რომ ატლეტიკოსთანაც შეაგდებს 🙂