ლეო მესის კლუბში დარჩენის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, “მანჩესტერ სიტის” შიდა მოვლენებზეც იქნება დამოკიდებული.
El Chiringuito იუწყება, რომ “ქალაქელები” არგენტინელის დამატების მხრივ ფავორიტებად ისევ ითვლებიან.
მიუხედავად ინგლისელთა დიდი სურვილისა, ლეოს ტრანსფერი ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. “ლა პულგასთვის” მნიშვნელოვანია, რომ პეპ გვარდიოლამ “სიტიში” მუშაობა გააგრძელოს და ასევე მისმა თანამემამულემ, სერხიო აგუერომ, კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
შეგახსენებთ, რომ მესის 2021 წლის დაწყებისთანავე აქვს უფლება, რომ მომავალ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმოს.



