ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც “ბარსამ“ კიევის “დინამო“ ანგარიშით 2-1 დაამარცხა, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი კატალონიელთა კაპიტანს გაესაუბრა.
რუმინელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან გაამხილა, თუ რა უთხრა მან ლეოს:
“თამაშის შემდეგ მე მას ვუთხარი: “ლეო, პელეს მაისური უკვე მაქვს და ვისურვებდი, რომ მის გვერდით მესისიც მქონდეს.“
“ის ჩემკენ წამოვიდა. ჩემკენ მოტრიალდა, რაც ალბათ ნიშნავს, რომ მისთვის მეც ავტორიტეტი ვარ“ – მირჩა ლუჩესკუს სიტყვებს Digi Sport ციტირებს.
