დიეგო მარადონას მკურნალმა ექიმმა, ლეოპოლდო ლუკემ, ESPN-თან არგენტინელი ლეგენდის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა:
“სარეაბილიტაციო პერიოდი დადებითად მიმდინარეობს. მას სიარული შეუძლია, მეც მესაუბრება და უკვე საღ გონებაზეა.”
“რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ საწყისი პერიოდია, მაგრამ პროგრესი აშკარად შესამჩნევია.”
“თავის ტვინის ბოლო ტომომოგრაფიამ დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. გვიხარია და გვსურს, რომ საავადმყოფო მალე დატოვოს. ამჟამინდელი მდგომარეობით ის კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდება. იქამდე, სანამ გამოკვლევები მისი საბოლოოდ გაწერის საშუალებას არ მოგვცემს.”
დიეგომ თავის ტვინზე ოპერაცია სამშაბათს გაიკეთა. სისხლჩაქცევების გამო მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელი “გიმნაზია ლა პლატას” მთავარი მწვრთნელი რანგში ჯანმრთელი დაუბრუნდება.

1978 წლის ჩემპიონი ხომ არა? თუ რა ხნის იქნება ის ლუკე?
არა მგონია ის ლუკე ფეხბურთელი მენდოზას პროვინციაში (არგენტინაში 23 პროვინციაა) სპორტის მინისტრია
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ლეგენდავ! არგენტინის სულო და გულო (მესის შემდეგ რაღათქმაუნდა)
მეტი საათი არ ქონდა? ორივე მაჯაზე საათი რა პონტია?
ეგ რომელი ლეოპოლდო ლუკეა?
1978 წლის ჩემპიონი ხომ არა? თუ რა ხნის იქნება ის ლუკე?