ბარსელონა-დინამო კიევი: საინტერესო სტატისტიკა

ბარსელონა-დინამო კიევი: საინტერესო სტატისტიკა

გუშინ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში კიევის “დინამოს” უმასპინძლა და დაამარცხა, ანგარიშით 2-1.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი უკრაინულ კლუბთან შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს.

ტერ შტეგენის სეივები

გერმანელი მეკარე 82-დღიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა. მიუხედავად ნეტუს, ძირითადად, კარგი ასპარეზობისა, ტერ შტეგენმა შეგვახსენა, რომ რონალდ კუმანის გუნდს იგი აკლდა – გუნდი გაშვებული გოლისგან 6-ჯერ ურთულესი სეივებით იხსნა. მან, ასევე, პასების სიზუსტის 100%-იანი შედეგი აჩვენა, 18-დან 18.

მესი – 150

არგენტინელს კარიერაში ევროტურნირებზე 150 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა: 146 ჩემპიონთა ლიგაზე (118 გოლი), 4-იც ევროპის სუპერთასზე (3 გოლი).

3983 დღე

ლეომ “დინამოს” კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო, თუმცა ეს მის მიერ “დინამოსთვის” გატანილი პირველი გოლი არ არის. 3983 დღით ადრე, 2009 წლის 9 დეკემბერს მან კიევში ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა, რომელიც ლეოს მიერ ერთი გუნდის კარში გატანილ ორ გოლს შორის ყოფილა ოდესმე.

23 მატჩი წაუგებლად

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე 23 მატჩია დაუმარცხებელია – 17 გამარჯვება და 6 ფრე. კატალონიელებმა ბოლოს 2016 წლის 1 ნოემბერს, ინგლისში, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” წააგეს.

კუმანის იდეალური სტარტი

რონალდ კუმანმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ევროტურნირებზე გამართული პირველი სამი მატჩიდან სამივე გამარჯვებით დაასრულა. ასეთი შედეგი “ბარსას” ისტორიაში მხოლოდ სამ სპეციალისტს ჰქონდა.

დარტყმები და პასების სიზუსტე

2020/21 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსამ” მეტოქის კარის მიმართულებით უკვე 57 დარტყმა განახორციელა, აქედან 29 კარის ჩარჩოში. პასების სიზუსტემ კი ჯამში 91% შეადგინა. ორივე ეს მაჩვენებელი წლევანდელ გათამაშებაში მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესოა.

კარლეს ალენია

22 წლის ნახევარმცველს რონალდ კუმანის გაწვრთნილ გუნდში დებიუტი ჰქონდა. იგი მოედანზე შეხვედრის 83-ე წუთზე, პედრის ნაცვლად, გამოვიდა. პირველი გუნდიდან ნიდერლანდელის ხელში მინდორზე მხოლოდ სამუელ უმტიტი და მატეუს ფერნანდესი არ გვიხილავს.

ასევე, გუშინდელ მატჩში საინტერესო შედეგი დააფიქსირა ჟერარ პიკემ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • Msn91011
    05 ნოე 2020, 18:20

    კუმანი ცოტა აზზე მოვიდეს და გუნდის თამაში გამოასწოროს თორე ესე ბევრი გუნდი გვიხმარს საკუთარ სტადიონზე. გასვლაზე ლაპარაკიც აღარ მაქვს