ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ხელფასებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალეს. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებმა კლუბს ოფიციალური წერილით მიმართეს და აცნობეს, რომ ანაზღაურების შემცირებას არ დასთანხმდებოდნენ. ახლა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოთამაშეები ხელფასის რაოდენობის დროებით შეცვლაზე შეთავაზების მოსმენაზე უარს არ იტყვიან.
ფეხბურთელებმა ახლახანს ადვოკატებთან კონსულტაცია გაიარეს და როგორც ჩანს, საერთო გადაწყვეტილებამდე ამის შემდეგ მივიდნენ. თუ ხელფასები არ შემცირდება, “ბარსას” ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ბართომეუს პონტია
ეს რა გვიქნა ნაძირალა ბართომეუმ.კორონა კორონაო და ეგერ ჩელსიმ 200მილიონი დახარჯა ტრანსფერებში.ლიდსი რო ლიდსია იმათაც ჩვენზე მეტი ფული ექნებათ ახლაც.სემედუში აღებული 30მილიონი რა უყვეს ეგეც ბართოს ჯიბეში წავიდა ნეტა?პრინციპში სხვაგან სად წავიდოდა
რამე ტუტული გვინდა წელს უეჭველი თორე ეს ვირუსი კიდე კაი ხანი იქნება და იქამდე მივლენ ხელფასესაც ვეღარ ადაუხდიანნ ფეხბრთელებს