ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ კი ტურინელთა წინააღმდეგ კატალონიელთა ლეგენდარული კაპიტნის, ლიონელ მესის სტატისტიკას გთავაზობთ.
მესი ხვალ “იუვენტუსს” კარიერაში მეექვსედ დაუპირისპირდება (ოფიციალური მატჩები), წინა 5 შეხვედრაში არგენტინელის აქტივში: 2 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხია.
ლეომ იტალიური კლუბის კარში 2 გოლი გაიტანა (2017/2018 ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი) 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც “ბარსელონას” გამარჯვებით (3-1) დასრულდა მესიმ აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=2AJsGe_vBUI]

კოვიდზე კრისტინას რა პასუხი მოუვიდა ნეტა, ვნერვიულობ.