ტურინის “იუვენტუსის” ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ, პრესასთან ინტერვიუში “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“პირლო გადაწყვეტილების ძიებაშია. ის გუნდს მეტოქეების მიხედვით ცვლის. არაა გამორიცხული, რომ მან სქემაც შეცვალოს. “იუვეს” ფლანგებზე შეტევის დიდი პოტენციალი აქვს კულუსევსკისთან და კიეზასთან ერთად. მე ვთვლი, რომ ორი ცენტრალური ნახევარმცველით თამაშის შესაძლებლობა არსებობს, 4-2-4 სქემის გამოყენებით. აღნიშნული სქემა ამჟამად შემტევ ოთხეულს დიდ თავისუფლებას მისცემს. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასე უნდა ითამაშოს.”, – დელ პიეროს სიტყვებს Sky Sports ციტირებს.
