ალვეში და ადრიანო ბრაზილიის ნაკრების განაცხადში არიან

ალვეში და ადრიანო ბრაზილიის ნაკრების განაცხადში არიან

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანო მენესმა ნაკრებში ”ბარსელონას” ორი ფეხბურთელი – დანი ალვესი და ადრიანო კორეა გამოიძახა.

ხსენებული ფეხბურთელების თამაშის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ვინაიდან ორივე მათგანს მცირე ტრავმა აღენიშნებოდა.

თავდაპირველად შედგენილი 28 კაციანი სიიდან, მენესმა საბოლოოს მხოლოდ 22 ფეხბურთელი გამოიძახა ნაკრებში. განაცხადს მიღმა დარჩნენ ”ვილიარეალის” ფორვარდი – ნილმარი, მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები – კაკა და მარსელო, ასევე ”ბარსელონას” ყოფილი ”10”-ანი – რონალდინიო.

ბრაზილიის ნაკრები კენჭისყრის შედეგად B ჯგუფში მოხვდა. აღნიშნულ გუნდში მათ გარდა არიან ვენესუელის, ეკვადორისა და პარაგვაის ნაკრებები. პირველი შეხვედრა ბრაზილიელებს 3 ივლისს, ქალაქ ლა პლატაში აქვთ. ისინი ვენესუელის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდებიან.

 

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელების სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჟულიო სეზარი და ვიქტორი.

მცველები: ლუსიო, ტიაგო სილვა, ლუისაო, დავიდ ლუიზი, დანიელ ალვესი, მაიკონი, ანდრე სანტოსი და ადრიანო.

ნახევარმცველები: ლუკას ლეივა, სანდრო, რამირესი, ელიხანი, ელანო, ჟადსონი, ლუკას მოურა და პაულო ენრიკე გუსი.

თავდამსხმელები: რობინიო, ალექსანდრე პატო, ფრედი და ნეიმარი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია