Mundo Deportivo-ს ცნობით, საინფორმაციო გაზეთ ABC-ს ლეო მესისთვის უსაფუძვლო ბრალდებების გამო ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
აღნიშნული სანქცია 7142 ევროს შეადგენს, რომელსაც არგენტინელი სან ჟოანის საავადმყოფოში გადარიცხავს.
სიმსივნით დაავადებულთა პედიატრიულ ცენტრს ლეო დიდი ხანია უკვე ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ABC-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო ნახსენები რასისტული ნიშნები ანსუ ფატის მისამართით.
