ხვალ, 20 ოქტომბერს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 სეზონს “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, კატალონიელებმა ლიგის გახსნითი შეხვედრა ბოლოს 23 წლის წინ წააგეს.
1997/1998 სეზონში, ლუი ვან გაალის “ბარსელონა” სტუმრად “ნიუკასლთან” დამარცხდა (2-3), საბოლოოდ კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ლუის ვან გაალის მსგავსად, “ბლაუგრანას” ახლაც ჰოლანდიელი სპეციალისტი წვრთნის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კუმანი “კამპ ნოუზე” უნგრულ “ფერენცვაროშთან” დამარცხდეს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ კუმანი "კამპ ნოუზე" უნგრულ "ფერენცვაროშთან" დამარცხდეს".
ეეხ, მეც არ მეგონა რო ლივვერპულში 0-4 წავაგებდით და მითუმეტეს ბაიერნთან …გახსენებაც არ მინდა რა ანგარიშით.
მარცხი კიარა უნდა გადაუაროთ მაგარი განწყობით უნდა შევხვდეთ მადრიდის მერანს და ვირუსიან რონალდოს ❤️✌🏼