მოგეხსენებათ, “ბარსელონაში” არსებული სიტუაციდან გამომდინარე, კლუბიდან ლიონელ მესის წასვლაზე ჭორები ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ იგი დარჩა.
ახლა კი, Daily Mirror-ის ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ არგენტინელმა კატალონიური გრანდი მომავალ სეზონში დატოვოს.
წყაროს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსას” ფინანსური მდგომარეობით ისარგებლოს და “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ლეოს სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო შესთავაზოს.
“ქალაქელთა” დირექტორი, ომარ ბერადა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგნაირად საუბრობს: “მესის წარმოუდგენელი ტალანტი გააჩნია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, “ლა პულგას” შეძენაზე უარს არავინ იტყვის. თუმცა, რთული სათქმელია, რა მოხდება მომავალში. “ბლაუგრანაში” არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველაფერი შესაძლებელია”.
მიუხედავად ამისა, ასევე, აღსანიშნავია, რომ როგორც ლიონელ მესიმ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, ის “ბარსელონასთვის” ყველაფერს გააკეთებს, მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება და საკუთარი ტრანსფერით დაინტერესებული არაა.




Gasashvebi kaci araa es ,45 wlamde tavisuflad gaqachavs barcashi
არ გამიკვირდება თუ მართლა 17 მილიონად გაყიდეს
Arendit xo ar gindat shemgxvevit xelfass chven gadavixdit