workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუკურელია “ბარსელონას” ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

კუკურელია “ბარსელონას” ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

“ხეტაფეს” მცველმა, მარკ კუკურელიამ, რომელიც “ბარსელონას” სახით დღეს თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება, მატჩის წინ ლიონელ მესის სატრანსფერო საგა გაიხსენა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. 

“თავიდან არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ეს ნამდვილად მომხდარიყო. ვფიქრობდი, რომ მესი უბრალოდ ხელმძღვანელებზე იყო გაბრაზებული და ამას ასეთი ფორმით გამოხატავდა.

რაც მოხდა, ნათლად აჩვენებს იმას, რომ კლუბში საქმეს კარგად ვერ უმკლავდებიან. კლუბის ისტორიულ ფეხბურთელს სურდა, იმ გუნდში გადასულიყო, რომელიც ტიტულებისთვის ბრძოლაში “ბარსას” კონკურენციას უწევს. ეს ამტკიცებს იმას, რომ “ბარსელონაში” იდეალური სიტუაცია არ არის”. – განაცხადა კუკურელიამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • DE GANEIRO
    schedule 17 ოქტ 2020, 18:23

    ჩინური პუიოლი – მაგარი კაცია

  • Aron ralston
    schedule 17 ოქტ 2020, 15:57

    სამწუხაროდ რეალობა თქვა ფეხბურთში კორექტუობა ძაან ფასობს თორემ პირდაპირ უნდა დაეჯვა ბართუმეოზე