მადრიდის “რეალის” ბელგიელმა კიპერმა, ტიბო კურტუამ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” გერმანელ მეკარეზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.
“ბარსელონა” თავის შეტევებს დაცვის ხაზიდან იწყებს, აქ კი მეკარის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ხშირად ვმოქმედებთ ფეხით. არ ვიცი თუ არსებობს მეკარე, რომელიც ფეხით ტერ შტეგენზე უკეთ თამაშობს. ის “ბარსას” თამაშში ძალიან კარგად ჯდება. ბურთების მოგერიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ამ მხრივაც ძალიან კარგია.”, – ტერ შტეგენის სიტყვებს Cadena SER ციტირებს.

კი ბავარიელებს ისეთი პასები აძლია მესის შეშურდებოდა