ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა, ფელიქს მაგათმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიღწევებზე ისაუბრა.
“ბარსელონაში” ტიტულებს მესი იგებდა და არა გვარდიოლა. მესის გარეშე პეპის სისტემას არსად არ უმუშავია ასე წარმატებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას დიდი ხნის წინ მოიგებდა, “ბაიერნში” ან “მანჩესტერ სიტიში”.
კატალონიაში სისტემამ გაამართლა, განსაკუთრებით ლიონელ მესის გამო, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩემი აზრით, გვარდიოლა საკმაოდ ხშირად მარცხდება ჯერ კიდევ მოსამზადებელ სტადიებზე, მის ტაქტიკაში ბევრი მცდარი გადაწყვეტილებები გვხვდება.” – მაგათის სიტყვებს Sport Bild ციტირებს.

100%!
ფელიქს შენ ის თქვი როგორ დააყენე თხილამურებზე ჯერალდ ასამოა რომელსაც თოვლი ცხოვრებაში არ ჰქონდა ნანახი და არბენინე კროსი 50 კმ ! 😂 🤣 😂 🤣 😂 ფაშისტ 😂 🤣 🤣 😂 😂 🤣 😂