workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაი: ფრენკი დე იონგი ჩვენი თამაშის ძრავია

მემფის დეპაი: ფრენკი დე იონგი ჩვენი თამაშის ძრავია

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, ეროვნულ გუნდში თავისი თანაგუნდელი, ფრენკი დე იონგი შეაქო. 

“ჩვენი ნაკრების სტილის გუნდისთვის ნახევარდაცვა გადამწყვეტია. მოედნის ცენტრი ის ადგილია, სადაც შემტევები გუნდის დანარჩენ ნაწილს უკავშირდებიან. 

როგორც წესი, ამ პოზიციას ფრენკი დე იონგი იკავებს. სიმართლე რომ ვთქვა, ფრენკი ჩვენი თამაშის ძრავია”. – განაცხადა მემფისმა. 

დიდი შანსი იყო, სექტემბერში დეპაი “ბარსელონაში” გადმოსულიყო და დე იონგის თანაგუნდელი საკლუბო დონეზეც გამხდარიყო, თუმცა “ბარსას” ხელმძღვანელებმა ფინანსური რესურსების მობილიზება ვერ მოახერხეს. ტრანსფერის მორიგი მცდელობა იანვარში იქნება და ალბათ, ამჯერად 26 წლის ცენტრფორვარდი “ლიონს” დატოვებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Bakero
    schedule 11 ოქტ 2020, 22:44

    ციტატა: basa7
    ვაა იმ ხალხის მაგრა მიკვირს საყრდენისგან პლეიმეიკერობას, ფორვარდობას და ვინგერობას რო ითხოვენ. ანუ რა გინდათ დე იონგმა(ჯერ ბარსაში თავის პოზიციაზე რო არ უთამაშნია) რო ქნას, მოატყუოს ყველა და გაიტანოს გოლი? საყრდენის მნიშვნელობა იცით ბავშვებო საერთოდ?

    კარგი აქ მწერალ ხალხს ავიტან ამით მაინც არაფერი ფუჭდება მაგრამ ბრძენმა ვან გაალ მეორემ რაც სევილიასთან ქნა ჯერ ძირითადის დაყენებისას (გადაღლილი ხალხი ვიგოში ომის შემდეგ!) და შემდეგ განსაკუთრებით მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებები ! აი ეგ რა იყო ? ამ ბიჭზე (დე იონგი) აღარ ვლაპარაკობ ამას ისე უცვლის ფუნქციებს საყრდენია თუ ელიავაზე მდგარი ყველაფერშიკი ვეღარ გავიგე !!! პრინციპი ყველას ყველაფერი უნდა შეეძლოს არის სრული იდიოტიზმი ! ეგ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელმა (რინუს მიხელსმა) რომელმაც ფეხბურთი შეცვალა ! ვერ გააკეთა მიუხედავად იმისა რომ ჯერ 1974-ში და შემდეგ 1988-ში თითქმის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა

  • basa7
    schedule 11 ოქტ 2020, 15:47

    ვაა იმ ხალხის მაგრა მიკვირს საყრდენისგან პლეიმეიკერობას, ფორვარდობას და ვინგერობას რო ითხოვენ. ანუ რა გინდათ დე იონგმა(ჯერ ბარსაში თავის პოზიციაზე რო არ უთამაშნია) რო ქნას, მოატყუოს ყველა და გაიტანოს გოლი? საყრდენის მნიშვნელობა იცით ბავშვებო საერთოდ?