ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთ ინტერვიუში “ბაიერნში” გატარებულ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ბაიერნში” ბევრს ვვარჯიშობდი, რადგან ისინი ინტენსიურად ემზადებიან. ამის შედეგი კი სწორედ ფიზიკურად გაძლიერებაა, რაც ჩემს შემთხვევაშიც აშკარად აისახა.”
“მინდა რომ დიდ მიზნებს მივაღწიო, რაც ტიტულების მოგებას ნიშნავს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ახლანდელი ფორმა შევინარჩუნო, რადგან ახლა უფრო ხალისიანი და თავდაჯერებული ვარ.”
“ეს სეზონი კარგად დავიწყე და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად ვიშრომო, რათა ამ სეზონში სასურველ მიზანს მივაღწიო.”
“ბარსელონაში” დავბრუნდი და ძალიან მოტივირებული ვარ. მინდა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ წარიმართოს.”

kargad ibazra ras erchi))))vshromobo kacma meti ra tqvas,,couuu mosvlamde chemi ert erti kerpi iyoo da imedia kide vnaxav iset cous❤️❤️
ტეხავს რა, ბავშვივით ლაპარაკობს, ძაან შეშინებული და დაძაბულია, იმაზე კი არ ფიქრობს რო განვითარდეს, ოღონდაც ეს ფორმა შემანარჩუნებინაო, ჯერ რა ფორმაში შენ ხარ, საშუალო დონეზე თამასობ, და ამის შენარჩუნებაზე თუ ნატრობ კარგად გქონია საქმე 😣 იმენა საბავშვო ბაღია