ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელიც “ბარსელონას” დამრიგებელი 2014-17 წლებში იყო, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე კატალონიური კლუბის ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შანსებზე ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ სერხიო თავის პოზიციაზე გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ბოლო დროს ის არც ისე სტაბილურია და მისი რეგულარულად თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“თუ ბუსკეტსი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ჰქონდა, ის ევროზე ითამაშებს. თუ ის მოუკლებს, მაშინ დავფიქრდებით. ის ვეტერანია და პირველი იქნება, ვისაც ეცოდინება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ადრე თუ გვიან დგება დრო, როცა ასაკი ყველაფერზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”. – განაცხადა ენრიკემ.
ევრო 2020 თავდაპირველად დაგეგმილზე ერთი წლით გვიან, 2021 წლის ივლისში დაიწყება. ესპანეთის მეტოქე შვედეთი, პოლონეთი და ჩრდ. ირლანდია-სლოვაკეთის წყვილში გამარჯვებული ნაკრები იქნება.




Raiseti asaki buskets aqvs rom amazea laparaki an vinyavs mand amaze uketesi ? Busim rom mouklo gasagebia mara evropazec da msopliozec unda waiyvanon..