“ბარსელონა ბ-ს” 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ალექს კოლიადო, კაპიტნის სამკლავურის მიღებას გამოეხმაურა, რაც დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გუნდის პირველ კაპიტნად ამირჩიეს.” – განაცხადა ფეხბურთელმა Barca TV-სთან ინტერვიუში.
როგორც უკვე ვიცით, სარეზერვო გუნდმა დღეს ახალი სეზონის კაპიტნების ოთხეული წარადგინა: ალექს კოლიადო (კაპიტანი), ოსკარ მინგესა (ვიცე-კაპიტანი), ორიო ბუსკეტსი (მე-3 კაპიტანი) და ალეხანდრო ორელიანა (მეოთხე კაპიტანი).