ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების დამდგენმა ყველაზე ცნობილმა პორტალმა, Transfermarkt-მა მორიგი განახლება გააკეთა.
8 ოქტომბრის განახლებით ირკვევა, რომ ფასი ყველაზე მეტად ანსუ ფატის მოემატა. 17 წლის ანსუ 30 მილიონი ევროთი გაძვირდა, რაც 60%-იან ზრდას ნიშნავს. დღევანდელ განახლებაში ყველაზე მეტად სწორედ ანსუ ფატის ფასი გაიზარდა.
რაც შეეხება პროცენტებს – “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი, 108%-ით გაძვირდა კიდევ ერთი 17 წლის ფეხბურთელი, პედრი. მისი ძველი ფასი 7.2 მილიონი იყო, ახალი კი 15 მილიონი არის.
დაიკლო ლიონელ მესის ფასმა – 112 მილიონიდან 100 მილიონამდე.
აღსანიშნავია, რომ ფატი ღირებულებით ანტუან გრიზმანს უკვე გაუთანაბრდა, მესიმდე კი მას მხოლოდ 20 მილიონი აშორებს.
“ბარსელონას” ყველა ფეხბურთელის ფასი:
| ფეხბურთელი | ძველი ფასი (მილიონი ევრო) | ახალი ფასი (მილიონი ევრო) |
| ლიონელ მესი | 112 | 100 |
| ანტუან გრიზმანი | 96 | 80 |
| ანსუ ფატი | 50 | 80 |
| მარკ-ანდრე ტერ შტეგენი | 72 | 80 |
| ფრენკი დე იონგი | 72 | 70 |
| ფილიპე კოუტინიო | 56 | 60 |
| კლემან ლანგლე | 48 | 50 |
| უსმანდ დემბელე | 56 | 50 |
| მირალემ პიანიჩი | 45 | 50 |
| ჟორდი ალბა | 40 | 30 |
| ფრანსიშკუ ტრინკაუ | 25 | 30 |
| რიკი პუჩი | 25 | 25 |
| სერჟინიო დესტი | 18 | 20 |
| სამუელ უმტიტი | 32 | 20 |
| სერჟი რობერტო | 40 | 20 |
| კარლეს ალენია | 18 | 18 |
| სერხიო ბუსკეტსი | 28 | 15 |
| ჟერარ პიკე | 20 | 15 |
| პედრი | 7.2 | 15 |
| რონალდ არაუხო | 10 | 15 |
| ჟუნიორ ფირპო | 20 | 14 |
| ნეტუ | 14.5 | 10 |
| მარტინ ბრეითუეიტი | 9.5 | 7.5 |
| მატეუს ფერნანდესი | 3.2 | 3 |
Pirat❤️💙,
წელიწადში 2-ჯერ თამაშობს და რა ღირებულება ექნება 😂
შტეგენს 75 აქ ძმდებო❤️ და ისე უმტიტისთვის მაგდენი არ უნდა დაეკლოთ