“ბარსელონას” ტექნიკურმა მდივანმა, რამონ პლანესმა, სერჟინიო დესტის პრეზენტაციაზე კომენტარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა.
“დესტი “აიაქსის” დნმ-ით შემოგვიერთდა და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება. ის ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის და მადლობელი ვართ, რომ “ბარსა” აირჩია.
დემბელე? “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები არ გვაქვს. ამ ფეხბურთელზე დიდ იმედს ვამყარებთ და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ სეზონში თავის საუკეთესო ვერსიას შემოგვთავაზებს.
უმტიტი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რთულ სიტუაციაშია, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. ატიპიური სატრანსფერო მარკეტია, კიდევ 4 დღე გვაქვს დარჩენილი და ვეცდებით, მისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ.
ტოდიბო? მისი შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. მას მოედანზე ყოფნა უნდა და ვფიქრობთ, რომ მისი გუნდიდან წასვლა ყველასთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.
პუჩი? მან გადაწყვიტა, რომ თავისი ოცნებისთვის იბრძოლოს, რასაც კლუბი პატივისცემით ეკიდება. რა თქმა უნდა, მას ესმის, რომ ეს რთული იქნება.
ვიცით, რომ დაცვა “ბარსელონას” სუსტი რგოლია. ამ პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე გავაგრძელებთ”. – განაცხადა პლანესმა.




ხო ტოდიბოს გაშვება და გარსიას მოყვანა მომგებიანი იქნება აბა რაა :///// ვაი თქვენს პატრონს
რა დემბელეზე რაის იმედები კარგით რაა..
მეთქი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა ხარახურას იშორებენ მარა მაინც შემოგვრჩა ყვერმბელე
თავდამხსმელი გვჭირდება დეპაი და ერიკ გარსია დაიდოს 5 ოქტომბრამდე.