ცოტა ხნის წინ, დასრულდა “ბარსელონას” და “ვილიარეალის” დაპირისპირება, სადაც კატალონიელებმა გაიმარჯვეს (4-0). შეხვედრაში გოლები, ანსუ ფატიმ (2) და ლეო მესიმ გაიტანეს, ერთი გოლი კი პაუ ტორესმა საკუთარ კარში გაიტანა.
“ბარსელონას” კაპიტანმა ლა ლიგაში მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა, არგენტინელი ჩემპიონატის ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 17 სეზონში მოახერხა. მესის გარდა ეს ჩამოთვლილმა შეძლეს: აუგუსტინ “პირუ” გაინსა (19), სანტილიანა (17) და სერხიო რამოსი (17).



მესისგან ეს საერთოდ არაა გასაკვირი და დიდინარაფერი მიღწევაა ლეოსთვის ეს მაგრამ აი რამოსს საღოლ, მცველისთვის მართლა მაგარი შედეგია