“ბეტისის” ახალწვეულმა, კლაუდიო ბრავომ, ერთ-ერთ ინტერვიუში “ბარსელონასა” და “სიტიში” თამაში გაიხსენა.
“ასეთ გუნდებში თამაში ყველა მეკარეს არ შეუძლია. ეს კი მხოლოდ იმ მეკარეებს ესმით, რომლებსაც გაუმართლდათ და ამ კლუბებში ითამაშეს. საკმარისად მარტივია, იდგე კარში და თავი დარტყმული ბურთების მოგერიებას მიუძღვნა, “ბარსელონა” და “სიტის” დონის გუნდებში კი სცენარი იცვლება. აქ გონება ბევრ სხვა რამეებზე ფიქრითაცაა დაკავებული.
ამ გუნდებში მეკარე ცენტრალური მცველი უნდა იყოს, რომელმაც ბურთი უნდა ამოიტანოს და შეტევები დაიწყოს. ასეთი სტილი და თამაშის წაკითხვა მეკარეების ტიპიური თვისება არ გახლავთ, ხოლო ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, სხვებზე მეტად ზარალდება.
“კამპ ნოუზე”, სადაც ტრიბუნებზე 100 000 მაყურებელი იმყოფება და ისინი შეძახილებს იწყებენ, მეკარემ ბურთის კონტროლი და პასი უნდა იცოდეს. შენ უბრალოდ არ გაპატიებენ თუ ბურთს ტრიბუნებზე გადაგზავნი. ძალიან მომწონს იმის კეთება, რასაც არცთუ ისე ბევრი მეკარე აკეთებს.
გვარდიოლასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მეკარე უკან თამაშობს, ასეთ დროს ყველაფერი კარიდან იწყება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაიგო თამაში და კონცეფცია, რომელსაც პეპი გადმოსცემს. თქვენ შესაძლოა, ძალიან კარგად მოიგერიოთ ბურთი, მაგრამ, თუ მისი თამაშის მექანიკას ვერ გაიგებთ ან არ იცით სად და როდის უნდა გააკეთოთ პასი, სხვა ყველაფერი უსარგებლოა.”, – ჩილელის სიტყვებს El Pais ციტირებს.

რამდენჯერ მითქვია ბრავო ბრავოს კლაუდიო ძალიან მაგარი მეკარეა და ამას ბეტისშიც კარგად დაამტკიცებს
ნოერი საუკეთესოა ! რახ შეეხება შენ კარში როცა იდექი მშვიდად ვიყავი:) შტეგენს ვიცი რომ.სადღაც უეეჭველი დაუცდება ფეხი
ედერსონი ვერ მოარჯულა ჯერ ბოლომდე :დ
მეკარეები ფეხით რომ ასე კარგად თამაშობენ გვარდიოლას დამსახურებაა
ბრავო ბრავო
ბრავო მაგარიკაცია